1 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ტრაგიკული კადრია პირდაპირ ეთერში - ოცნების მხარდამჭერების მსვლელობას მოკლული ბუტა რობაქიძის დედა მიუძღვება"

აუდიტორია #115–ის წევრები ირაკლი კუპრაძე  სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს :

"რა საშინელი და ტრაგიკული კადრია პირდაპირ ეთერში :( გული გაგისკდება.

ოცნების მხარდამჭერების მსვლელობას მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მიუძღვება.

აქცია ჩერდება რუსთაველზე შენობასთან, სადაც პარლამენტის კიბეებზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სხედან. ია მეტრეველი მიმართავს მედიას, სამძიმარს უცხადებს სარალიძეს, მის ისტორიას არქმევს ტრაგედიას და ბავშვებს შორის ჩხუბს.

შემდეგ დიდი მონდომებით და გაწყვეტილი შუბლის ძარღვით ამატებს - ყველაფერი ოპოზიციის ბრალია, ჩვენ კი აქ 7 ნოემბრის გასაპროტესტებლად ვართ, ახლა წავედითო, ჩაუარეს და გააგრძელეს მარში.

წიგნი უნდა დაიწეროს საქართველოს ამ სამარცხვინო წარსულზე, ფილმები უნდა გადავიღოთ და დღე-ღამ ვიფიქროთ ამ მორალურ წუმპეზე, სადაც კარგა ხნის წინ აღმოვჩნდით :((

ასე ცუდად კარგა ხანია არ მიგრძვნია თავი "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები