1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი გალერეა საერთაშორისო პრინტ ფესტივალის დასკვნით ნაწილს მასპინძლობს

საერთაშორისო პრინტ ფესტივალი თუშეთისა და ბათუმის შემდეგ თბილისში - თიბისი გალერეაში გრძელდება. გამოფენა ზაფხულში, სერიგრაფიის ერთთვიანი ვორქშოფების ფარგლებში ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. 

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ახალგაზრდა არტისტებთან ერთად ისეთი ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებს იხილავს, როგორებიც არიან: გელა წულაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ყარამან ქუთათელაძე, გუგა კოტეტიშვილი, გია ბუღაძე, გურამ წიბახაშვილი და სხვები. ხელით ბეჭდვის უნიკალური დარგის გასაცოცხლებლად შექმნილი პროექტი, ქართველი არტისტებთან ერთად, ხელოვანებს აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ლიბანიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და შვეიცარიიდან აერთიანებს.     საერთაშორისო პრინტ ფესტივალი - „LIFE - N - STYLE“ საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარებისთვის  ხელშეწყობაა.     

ხელით ბეჭდვის მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია, რომლის პროცესშიც თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. ხელით ბეჭდვა ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის.  „DO OR DO NOT“ – „თუ აკეთებ გააკეთე“ - წლევანდელი ფესტივალის თემაა.  გამოფენა თიბისი გალერეაში 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....