1 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა

თბილისის საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა. სიმპოზიუმზე თბილისსა და მის მიღმა არსებულ არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებზეარქიტექტორებმა, ქალაქთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, სპეციალისტებმა, მკვლევარებმა,ადგილობრივმა მოსახლეობამ და დაინტერესებულმა პირებმა იმსჯელეს.

სიმპოზიუმი ორ - დისკუსიებისა და მოწვეული სპიკერების გამოსვლების ნაწილად ჩატარდა. 15 ქვეყნიდან 30-ზე მეტი მონაწილე შემდეგი თემატიკის დისკუსიებში ჩაერთო:

  • პერიფერიების პედაგოგიკა
  • არქიტექტურული ინსტიტუციები და ქალაქი
  • გლდანის მაგალითი
  • საზოგადოება და კონტრსაზოგადოება 
  • ახალი ეკონომიკები / ახალი სივრცეები
  • პოსტსაბჭოთა ცვლილებები

სიმპოზიუმზე მოწვეული სპიკერის რანგში საერთაშორისო დონის ისეთი წამყავნი არქიტექტორები წარსდგნენ, როგორებიც არიან: რეინერ დე გრააფი, ნინა რაპაპორტი, ხორხე ხაურიგი და ალექსანდრ ბროდსკი.

სიმპოზიუმისა და ზოგადად, მთელი ბიენალეს ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, არქიტექტორი რეინერ დე გრააფია, რომელმაც დამსწრე აუდიტორიის წინაშე საკუთარ წიგნზე იმსჯელა. დე გრააფის წიგნი - “კედლები და ჭერი: მარტივიპროფესიის რთული ბუნება” ჰარვარდის უნივერსტეტის გამომცემლობამ გამოსცა და ბოლო პერიოდის ერთ-ერთმნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება.

თბილისის პირველი საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე 26 ოქტომბერს გაიხსნა. მისი მთავარი თემაა - „მხოლოდ შენობები არ კმარა“ და ის საცხოვრებელი უბნების არაფორმალური ურბანული და სოციალური სივრცეების შესწავლას ეხება. პროექტი მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ბიენალე მოიცავს როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში დაგეგმილ აქტივობებს: გამოფენებს, სიმპოზიუმს,საჯარო ლექციებს, ტურებს გლდანში გიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებებს, პერფორმანსებს, ურბანულ დაარქიტექტურულ ინსტალაციებს. პროექტის ფარგლებში იქმნება საჯარო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც გლდანის ღიასივრცის ნაწილი გახდება.

გლდანის რაიონი საბჭოთა იდეოლოგიის უტოპიური ხედვის თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტების ლოგიკასთანადაპტირების მაგალითია, სწორედ ამიტომ ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების ლოკაცია გლდანის მიკრორაიონია.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 3 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ბიენალეს დეტალური პროგრამა იხილეთ ვებ-გვერდზე: www.biennial.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები