2 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ზვიად აბაშიძე: პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, მესამე კანდიდატის მიმართ კითხვების დასმით იყო დაკავებული

ანალიტიკოს ზვიად აბაშიძის აზრით, გუშინდელი დებატები ამომრჩევლის განწყობებს ვერ შეცვლის, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატებს საზოგადოებისთვის რაიმე სიახლე  არ  შეუთავაზებიათ.  აბაშიძის თქმით, ამ დებატებით  გაუგებარი დარჩა რა განსხვავებაა ორი კანდიდატის, ვაშაძისა და ბაქრაძის პროგრამებსა და შეხედულებებს შორის. მით უფრო,  რომ ორივე მათგანი მთელი დებატების მანძილზე მხოლოდ ზურაბიშვილისადმი კითხვების დასმით იყო დაკავებული და ერთმანეთის მიმართ შეკითხვები არ გასჩენიათ.

რაც შეეხება  ცალკეულ კანდიდატებს, ზვიად აბაშიძის აზრით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი თავი უფრო ფართო სპექტრის რეფორმატორად წარმოაჩინა, რომელიც სამომავლოდ,  არა მარტო ზოგადი სამართლიანობის მებაირახტე იქნება, არამედ დიდ როლს შეასრულების სოციალური საკითხების გარკვეული ნაწილის რეფორმიების საკითხში.

 „ვაშაძე აშკარად გადის ახალი პრეზიდენტის კომპეტენციებიდან, რადგან  ახალი კონსტიტუციით მას არავითარი საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს. ამასთან,  განაცხადი იმის შესახებ, რომ ის  შეიწყალებს წინა მთავრობის წარმომადგენლებს  და ხელს შეუწყობს მიხეილ სააკავშილის საქართველოში დაბრუნებას, მისი მთავარი სათქმელია   და სოციალური საკითხები  ზოგადი პოპულარობისთვის სჭირდება.“- განაცხადა ზვიად აბაშიძემ.

ანალიტიკოსის  შეფასებით, რთული იყო იმის განსაზღვრა რის თქმა სურდა დავით ბაქრაძეს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიმართ კითხვების დასმით იყო დაკავებული და  ცდილობდა თავი ნეიტრალურ ფიგურად წარმოეჩინა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ზვიად აბაშიძის მოსაზრებით,     სალომე ზურაბიშვილი დებატების მსვლელობისას,    პრეზიდენტის ახალ უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს აცნობიერებდა,   ცდილობდა მისი კომპეტენციის გარეთ არ გასულიყო და  მესიჯები გასაგები და კონკრეტული ყოფილიყო.  

„სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი იყო ის,  რომ მომავალი პრეზიდენტი უნდა ჩაჯდეს ახალ სამართლებრივ ჩარჩოებში, რომელიც მას არ აძლევს ფართო  პოლიტიკური პროექტების და რეფორმების განხორციელების  უფლებას. ზურაბიშვილის მესიჯები გასაგები და კონკრეტული იყო. მაგალითად,  საზოგადოებრივ საჭიროებებზე მომუშავე  საბჭოების შექმნა, უფრო მომთხოვნი დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოს მიმართ და მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ფენის ქომაგობა.“ - განაცხადა ზვიად აბაშიძემ.

მისივე თქმით, ზურაბიშილის განცხადება, რომ  პრეზიდენტი უფრო საზოგადობრივი წარმომადგენლობითი პირია, ვიდრე პოლიტიკურად პოლიტიკური,   იმის დასტურია  რომ ის,   პრეზიდენტის ახალ უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს აცნობიერებდა და ცდილობდა მისი კომპეტენციის გარეთ არ გასულიყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....