2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი არტ გალერეაში ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

თიბისი არტ გალერეაში მოქანდაკისა და მხატვრის - ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ელგუჯა ამაშუკელის დაზგური ქანდაკებები, გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა დროს საკონკურსოდ შექმნილი ესკიზები და მოდელები.სპეციალურად გამოფენისათვის 3 მეტრის სიმაღლის 3 ქართლის დედა შეიქმნა, რომლებიც ქართლის დედის მონუმენტის პირვანდელ სახესა და მის საბოლოო ვერსიამდე განვლილ სახეცვლილებებს ასახავს.

მონუმენტური ქანდაკება, რომლის პირვანდელი სახელწოდება „ქართვლის დედა“ იყო, 1958 წელს, სოლოლაკის გორაზე თბილისის 1500 წლისთავთან დაკავშირებით აღიმართა და ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ხის ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა, თუმცა მოგვიანებით, ხის ფაქტურა ალუმინის ფირფიტებით დაიფარა. 1997 წელს ალუმინის ქანდაკება ახალი, 20 მეტრის სიმაღლის თუჯის მონუმენტით შეიცვალა. ქართლის დედის  შექმნისათვის 30 წლის ელგუჯა ამაშუკელმა შოთარუსთაველის სახელობის პრემია მიიღო. გამოფენაზე წარმოდგენილი 3 ნამუშევარი, ქართლის დედის მონუმენტის სამივე სახის შემცირებული, თუმცა ვიზუალურად იდენტური მოდელია.

გამოფენაზე დამთვალიერებელი ვახტანგ გორგასალის ბრინჯაოს ქანდაკებასაც იხილავს. ელგუჯა ამაშუკელისპირველი დიდი წარმატება სწორედ ვახტანგ გორგასალის ძეგლს უკავშირდება, რომელიც თბილისისდამაარსებელი მეფის მონუმენტის შესაქმენლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შექმნა დარომლისთვისაც პირველი პრემია მიიღო.ექპსოზიციაზე ასევე ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედებითი პროცესისა და მისი ნამუშევრების ამსახველ ფოტოები და ვიდეოებია წარმოდგენილი. გამოფენა ეროვნულ არქივიში, საჯარო ბიბლიოთეკაში, ხელოვნების ინსტიტუტსა  და  კერძო კოლექციებში დაცულ დოკუმენტურ ფოტო და ვიდეომასალას, ასევე ფოტოგრაფ გიორგი ინდუაშვილის, სპეციალურად ამ გამოფენისათვის, თბილისაა და რეგიონებში გადაღებულ ამაშუკელის ძეგლებისა და მონუმენტების ფოტოებს აერთიანებს.

გამოფენის გახსნის შემდეგ, ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედების შესახებ დისკუსია გაიმართა, რომელსაც თიბისი არტ გალერეის დირექტორი - ქეთევან კორძახია, არქიტექტორი - ვახტანგ დავითაია და ფილოსოფოსი და არტ-კრიტიკოსი - დავით ანდრიაძე გაუძღვნენ.

თიბისი არტ გალერეის ორგანიზებით, გამოფენის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისათვის შემეცნებითი ექსკურსიები მოეწყობა, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში გაიცნონ ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედება და სხვადასხვა ქალაქის სიმბოლოდ ქცეული მისი ნამუშევრები.

ვახტანგ გორგასალი, ქართლის დედა, თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ „რუსთაველის“ სკულპტურული შემკულობა, ვეფხი და მოყმე, ცოდნის ზარი, ფარნავაზი თბილისში, გიორგი ლეონიძის, ლადო გუდიაშვილისა და უშანგი ჩხეიძის საფლავები  მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, დავით აღმაშენებელი ქუთაისში, გამარჯვების მონუმენტი გორში, დაღუპულ მეზღვაურთა მემორიალი მალთაყვაში, ცოტნე დადიანი და კოლხეთის დედა ფოთში, მემედ აბაშიძე და ილია ჭავჭავაძე ბათუმში - ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრების არასრული ჩამონათვალია.                                                                                                                                         მონუმეტური ნამუშევრების გარდა, აღსანიშნავია თბილისის სხვადასხვა ნაწილში მისი რელიეფური კომპოზიციებიც, ასევე ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკისა და წიგნის მხატვრობის დარგში. ელგუჯა ამაშუკელი შემდეგი წიგნების ავტორია: „წერილები ხელოვნებაზე“, „მეექვსე გრძნობა“, „დრო შემოქმედი“.

„მონუმენტურობის გრძნობა მხატვრის მეექვსე გრძნობაა - საგნის სივრცობრივად აღქმისა და გარემოს ჰარმონიულ ნაწილად წარმოსახვის გრძნობა.“ - ელგუჯა ამაშუკელი.

მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდოს მფლობელი ელგუჯა ამაშუკელი 2002 წელს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. წელს, 22 აპრილს კი 90 წლის გახდებოდა.თიბისი არტ გალერეაში გამოფენა 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....