მსოფლიო
თიბისი სტატუსის დახმარებით თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია
2018-10-22 15:18:31
თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის - StatusDonates.ge დახმარებით ახალგაზრდა მხატვარი - თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა.
თედო რეხვიაშვილმა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა და განსაკუთრებით ნიჭიერთა ათეულში მოხვდა, რის საფუძველზეც საერთაშორისო სტუდენტებისათვის გამოყოფილი მაქსიმალური - 15 000 დოლარის გრანტი მოიპოვა. სწავლისათვის საჭირო დარჩენილი თანხის ნაწილი თიბისი სტატუსმა დააფინანსა.
თედო რეხვიაშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სამხატვრო სასწავლებელ ათწლედში გრაფიკის მიმართულებით სწავლობდა. შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში, ასევე გრაფიკის მიმართულებით, ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2015 წლიდან საკუთარ სტუდიაში მსურველებს ხატვას, ფერწერას, გრაფიკასა და კომპოზიციას ასწავლიდა. პარალელურად, 27 წლის მხატვარი სხვადასხვა სოციალურ პროექტებსაც ახორციელებდა, როგორიცაა მაგალითად, მცირერიცხოვან და მაღალმთიან სოფლებში სკოლებისა და შენობების მოხატვა.
2015 წელს თედო რეხვიაშვილს საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისათვის პრემია „ჟირაფი“ გადაეცა. ის რამდენიმე ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია.
კომენტარები