უკვე 20 წელია adjarabet.com საქართველოში ონლაინ გართობის ეპიცენტრია.
რეგიონში ონლაინ გართობის ყველაზე ინოვაციური პროდუქტები პირველმა აჭარაბეთმა შემოგვთავაზა და კომპანია დღემდე სიახლეებთან ასოცირდება.
ზუსტად ოცი წლის წინ, adjarabet.com-ის მეშვეობით, საქართველო საერთაშორისო გემბლინგ სივრცეს შეუერთდა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, განვლილი გზა კი საკმაოდ შთამბეჭდავი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.
adjarabet.com ბაზარზე ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვატორობით. აჭარაბეთმა პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს სპორტული ფსონების ონლაინ სივრცეში განთავსების ფუნქცია. მალევე adjarabet.com -ზე, საქართველოში პირველად, გამოჩნდა ონლაინ სლოტებიც და მათი რაოდენობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამ ყველაფერმა კი საფუძველი ჩაუყარა WSOP-ის და adjarabet.com-is პარტნიორობას. ამ პარტნიორობის შედეგად adjarabet.com რეგიონში პოკერის ცენტრი გახდა, რამაც ქართველ პოკერის მოთამაშეებს შეუქმნა უნიკალური შესაძლებლობა გასულიყვნენ საერთაშორისო ასპარეზზე, გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები და აემაღლებინათ სათამაშო დონე. უკვე 1000-ობით ქართველმა პოკერის მოთამაშემ მიიღო WSOP-ის Live ტურნირებზე მონაწილეობა და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწიეს.
სპორტთან, პოკერთან და სლოტებთან ერთად, აჭარაბეთმა მალევე დაამატა ახალი თამაშები - რულეტკა, ბლექჯექი თუ ბაკარა, შემდეგ კი დომინო, ნარდი, ბურა და ა.შ. რითაც adjarabet.com-ზე შეიქმნა თამაშების უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
საქართველოში წარმატების მიღწევის შემდეგ, აჭარაბეთის პროდუქტები და სერვისები უკვე საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა. დღეისათვის კი adjarabet.am - მეზობელი ქვეყნის ონლაინ გართობის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია.
აჭარაბეთი მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს თავისი ყველა სერვისი და მომხმარებლებს შესთავაზოს ახალი, ინოვაციური პროდუქტები.
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...
ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....
კომენტარები