მსოფლიო
თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში შესვლა მომგებიანია
2018-10-03 11:33:13
თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებისთვის კამპანია დაიწყო.
1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე , მომხმარებლებს, რომლებიც ინტერნეტ ან მობაილბანკში შევლენ ან ტრანზაქციას შეასრულებენ, სხვადასხვა პრიზების მოგების საშუალება ექნებათ.
ყოველთვე ინტერნეტ და მობაილბანკით მოსარგებლე 180 000 მომხმარებელი მომენტალურ საჩუქრებს აღმოაჩენს. საჩუქრებში შედის:
• 2,000 ლარამდე ფულადი პრიზი
• მობილური ინტერნეტი 500 MB-დან - 10 GB-მდე;
• Taxify-ის, TKT.GE-ის და Buyers-ის სასაჩუქრე ვაუჩერები
• ინტერნეტ და მობაილბანკით კომუნალურ გადასახადებზე 0% საკომისიო
მომენტალური საჩუქრების მოგების გარდა, ყოველ შესრულებულ ტრანზაქციაზე მომხმარებელს შეეძლება დააგროვოს სუპერ პრიზისგათამაშების ბილეთები და 15 იანვარს მოიგოს 50 000, 30 000 ან 20 000 ლარი.
აქციაში ჩართვისთვის და სუპერ პრიზის მოგებისთვის საჭიროა 1 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ინტერნეტ ან მობაილბანკით სარგებლობლობა, ტრანზაქციების შესრულება და საბანკო პროდუქტების შეძენა. ყოველი ტრანზაქციის შესრულების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს 1 ქულას. 5 ქულა ნიშნავს გათამაშების 1 ბილეთს.
ინტერნეტ ან მობაილბანკით ნებისმიერი საბანკო პროდუქტის შეძენისას, მომხმარებელი იღებს გათამაშების 1 ბილეთს.
კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს მათ, ვინც ჯერ არ სარგებლობს ინტერნეტ ან მობაილბანკით, თიბისი სთავაზობს სწრაფ და მარტივ ონლაინ რეგისტრაციას ვებ გვერდზე www.tbconline.ge
კომენტარები