მსოფლიო
პაშა ბანკი - ICC საბანკო კომიტეტის ტექნიკური შეხვედრის პლატინის სპონსორი
2018-10-01 15:17:47
15-17 ოქტომბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართება საბანკო კომიტეტის ტექნიკური შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრას არაერთი სპონსორი და მხარდამჭერი ყავს, პაშა ბანკი კი მსი პლატინის სპონსორია.
შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტები და მოწვეული დელეგატები განიხილავენ სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებს, საბანკო კომიტეტის მუშაობის ეფექტიანობას და საფინანსო სექტორში არსებულ სხვა მნიშვნელოვან თემებს.
“პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. როგორც რეგიონალური ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენ სიამოვნებით დავესწრებით ამ შეხვედრას, რათა გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და კოლეგებთან ერთად განვიხილოთ სავაჭრო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.”- ოთარ ტაბუცაძე, პაშა ბანკის სავაჭრო დაფინანსების უფროსი ექსპერტი.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნესორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.
კომენტარები