0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

„სტაიანშჩიკები“ საპარკინგე ადგილებს სათავისოდ იყენებენ - კალაძე „სტაიანშჩიკების“ წინააღმდეგ

ხშირია შემთხვევები, როდესაც კომერციული ფართის ფლობელებს ან „სტაიანშჩიკებს“ მუნიციპალური საპარკინგე ადგილები, რომლითაც უნდა ისარგებლოს თითოეულმა ჩვენგანმა, მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი და იყენებენ სათავისოდ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დავავალო, რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს ეს ყველაფერი. ადამიანებს, ვინც მართლაც პატიოსნად იღებს პარკირების წლიურ აბონიმენტს, ელემენტარულად იმის საშუალება არ აქვთ, რომ მანქანა გააჩერონ სპეციალურად ჩახერგილი, ჩაკეტილი ადგილების გამო. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამიტომ ვიქონიოთ მყისიერი რეაგირება, თუ მოსაშლელია, მოშალეთ ეს სპეციალურად დაყენებული ბარიერები. ეს არის ჩვეულებრივი სამართალდარღვევა და იმოქმედეთ კანონის ფარგლებში.

რაც შეეხება ე.წ. სტაიანშჩიკებს, ხშირია შემთხვევა, რომ ეს ადამიანები, თუ მათ მძღოლი ფულს არ გადაუხდის, არ აძლევენ პარკირების საშუალებას. ესეც კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. არავის აქვს უფლება მინიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, რომლისთვისაც ადამიანები საფასურს იხდიან, შეზღუდოს მანქანის გაჩერების უფლება. დროული რეაგირება მოახდინეთ ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები