2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტა მოტორსმა Fitch Ratings-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე განვითარების სტრატეგია წარადგინა

თბილისში 12 სექტემბერს Fitch Ratings-ის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანია „თეგეტა მოტორსი“ მიწვევული იქნა პანელურ დისკუსიაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ Fitch Ratings -ის წარმომადგენლები, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი, საბროკერო კომპანიები, საქართველოს ეროვნული ბანკის და კორპორატიული სექტორის წარმომადგენლები.

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო Fitch-ის რეიტინგის მოპოვება. გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, კომპანიის რეიტინგი B-ით შეფასდა, პროგნოზით „სტაბილური“. რეიტინგის მინიჭებისას Fitch-მა ბაზარზე თეგეტას ლიდერის პოზიცია და ბიზნესის სტაბილური ზრდა გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ რეიტინგი შეზღუდულია რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით. Fitch Ratings-ის შეფასების მოპოვება ნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობა არის გამჭვირვალე და დაინტერესებულ პირს შეუძლია ამ ანგარიშის საშუალებით თავად დარწმუნდეს კომპანიის პოტენციალსა და სტაბილურობაში. Fitch Ratings არის 100 წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო სააგენტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო სააგენტოების სამეულში შედის. მრავალწლიანი გამოცდილების და პროფესიონალიზმის მაღალი დონის გამო, მისი შეფასებები ფინანსურ სფეროში უდიდესი სანდოობით სარგებლობს.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 23 წელია რაც ბაზარზე მოღვაწეობს, ამ პერიოდის განმავლობაში პატარა მაღაზია გადაიქცა რეგიონში დარგის ლიდერად, გვაქვს 25 ფილიალი და მომხმარებელს ვთავაზობთ ევროპული სტანდარტის პროდუქტებსა და სერვისს, ჩვენ ასევე წარმატებით შევედით აზერბაიჯანის ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოდგენილი ვართ 3 ფილიალით. ასევე დავნერგეთ კორპორატიული მართვა კომპანიაში რაშიც საერთაშორისო საფინანსო კომპანია გვეხმარებოდა. კიდევ უფრო დიდი მასშტაბების მისაღწევად მნიშვნელოვანია „თეგეტა მოტორსი“ შევიდეს კაპიტალის ბაზარზე და მოიზიდოს ინვესტიციები კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია 3-5 წლიან პერსპექტივაში კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსოს აქციები, მანამდე კი ვფიქრობთ ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთ ობლიგაციები, ეს იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა საავტომობილო სფეროში კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.“ - განაცხადა შეხვედრაზე თეგეტა მოტორსის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაჭარავამ. 

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....