0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოსო რობაქიძესა და ზვიად კუპრავას შორის დაპირისპირება მოხდა

ჩამოტვირთვა

„შენ სარალიძის შვილი გედარდება? დონაძესთან მოხვედი, შენ ვირთხა“- ხმაური საქალაქო სასამართლოს ეზოში ზვიად კუპრავას გამოჩენას მოჰყვა.

სოსო რობაქიძემ ზვიად კუპრავას ავანტიურისტი უწოდა. სიტყვიერი დაპირისპირება ჯერ კიდევ სასამართლო დარბაზში დაიწყო, სადაც ბუტა რობაქიძის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე თემურ ლობჟანიძე დაკითხეს.

მოწმის ჩვენებას სოსო რობაქიძის გაღიზიანება მოჰყვა. ის დარბაზიდან გამოაძევეს.

„ეს არის არაკაცი. არაკაცია რატომ?!-სამსახურიდან გააგდეს, პოლიციიდან გააგდეს მაგის გამო. ეს არის იმის ძმაკაცი მეორე პოლიციელი, რომ ეუბნება მეგობარს, რომ ნახე შენი ძმაკაცი როგორ კვდებაო. აი ასეთი პოლიციელები იყვნენ მაშინ. გეფიცებით  ჩემი შვილის საფლავს, ჯერ ბავშვი  მოკლეს და მერე დაუწყეს იარაღს ძებნა. დღეს ზვიად კუპრავა, რომ მობრძანდა აქ რატომ იმ მოწმეების დროს არ მოვიდა, როდესაც 60 მოწმე დაკითხეს ჩემი მხრიდან. ახლა იმიტომ მოვიდა, რომ თქვას აი, ხედავ იქ რა ხდება. ეს ავანტიურისტი. ეს ზონდერი ეს,“-განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ადგილზე ზვიად კუპრავამ პოლიცია გამოიძახა. კუპრავას თქმით, სოსო რობაქიძე მას თავს გამიზნულად დაესხა, რათა მისთვის პროვოკაცია მოეწყო. მისივე განცხადებით, ის იმყოფება გირაოს ქვეშ და სოსო რობაქიძეს ჰქონდა მცდელობა, რომ მდგომარეობიდან გამოეყვანა და გირაო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლილიყო.

„სოსო რობაქიძე აბსოლუტურად  უმიზეზოდ, უმოტივოდ დამესხა თავს. გასაგებია ყველაფერი. ეს იყო  მიზანმიმართული, დადგმული პროვოკაცია ვინაიდან ვარ გირაოს ქვეშ. მაქვს გირაო შეფარდებული და  რა თქმა უნდა ეს ადამიანები მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით ცდილობენ ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას რის შედეგადაც შეიცვლება აღკვეთის ღონისძიება,“-განაცხადა ზვიად კუპრავამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები