2 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“ფონდი ნატახტარის“ დახმარებით სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდა სტუდენტი გახდა

„ფონდი ნატახტარის“ ოთხმა ბენეფიციარმა, წარმატებით ჩააბარა საერთო ეროვნული გამოცდები და სტუდენტი გახდა.   მოზარდები გამოცდებისთვის ფონდის პროგრამების ფარგლებში ემზადებოდნენ  და შედეგიც ეფექტური აღმოჩნდა. 3 ბენეფიციარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ, მათ აირჩიეს სამართალმცოდნეობის, მეცნიერებისა და ხელოვნების და მათემატიკის ფაკულტეტები, ხოლო ერთი ბენეფიციარი გახდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც შეისწავლის ფსიქოლოგიას.


თამარი წლების განმავლობაში მიმღებ ოჯახში ცხოვრობდა. ფონდი ნატახტარის  პროგრამაში სამი წლის წინ ჩაერთო და ეროვნული გამოცდებისთვის მზადება დაიწყო. როგორც მისი ფსიქოლოგი გვანცა მეტივიშვილი გვიამბობს, საკმაოდ, მონდემებული იყო სტუდენტი გამხდარიყო, თუმცა შარშან, მცდელობისა და თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად იმედები გაუცრუვდა და უნივერსიტეტში მოსახვედრად საჭირო ქულები ვერ დააგროვა. 18 წლის შესრულების შემდეგ, მას მიმღები ოჯახის დატოვება მოუწია.  „ძალიან ემოციური გოგონაა,  ემზადებოდა და დიდი სურვილი ჰქონდა სტუდენტი გამხდარიყო, თუმცა ეროვნული გამოცდების წინ ძალიან ინერვიულა, რაც მის შედეგებზე აისახა და სამწუხაროდ, ზღვარი ვერ გადალახა. იმდენად მონდომებული იყო, არ შეჩერდა, ჩვენც გვერდში ვედექით, ვამშვიდებდით, ვამხნევებდით, ყოველ წარმატებას ხაზს ვუსვამდით და ვხედავდით როგორ ემატებოდა თავდაჯერება. შარშან, მიმღები ოჯახიდან დედათა მონასტერში გადავიდა  საცხოვრებლად და  საკუთარი ძალებით განაგრძო ეროვნული გამოცდებისთვის მზადება, რეპეტიტორებთან აღარ უვლია. ამჯერად, მისმა მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა“.


თამარი „ფონდი ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველოს“ ერთობლივი მხარდაჭერით დასაქმდა კიდეც და ახლა სტუდენტობას და სამსახურს ერთმანეთს შეუთავსებს. ეს დამოუკიდებლობის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სამსახური დაიწყო თუ არა, ფონდისა და ასოციაციის წარმომადენლებს განუცხადა, მე ნუღარ დამეხმარებით, რადგან ვმუშაობ და ახლა ამ თანხით შეგიძლიათ სხვა ახალგაზრდას შეეხიდოთო. ამგვარი ქმედება პიროვნული სიმწიფის უტყუარი ნიშანია, რაც ნამდვილად საამაყოა.


მნიშვნელოვანია, რომ ფონდი ფინანსურად ეხმარება სტუდენტებს, ვიდრე ისინი დამოუკიდებლად არ შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას. ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შემზადება. მისი მომსახურებით სარგებლობენ 15-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული მოზარდები და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდი მთელი საქართველოს მასშტაბით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....