2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია HUAWEI-მ მსოფლიოში უმძლავრესი ნანოპროცესორი Kirin 980 წარადგინა

HUAWEI-ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის (CBG) აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ იუმ, IFA 2018 წლის კონფერენციაზე,  მსოფლიოში უმძლავრესი ნანოპროცესორი Kirin 980 წარადგინა და განაცხადა, რომ „Kirin 980  არის ხელოვნური ინტელექტის ძალა მობილურების ინდუსტრიაში“.

„შარშან, ჩვენ მსოფლიოს ვუჩვენეთ თუ რა შესაძლებლობები ჰქონდა მიკროპროცესორს Kirin 970-ს. წელს  უკვე მომხმარებლებს  განახლებულ პროცესორს ვთავაზობთ, რომელიც ხასითდება გამორჩეული შესაძლებლობებით ხელოვნურ ინტელექთან მიმართებაში და ზოგადად, აქვს ინოვაციური შესაძლებლობები, რომლებიც აღაფრთოვანებს ჩვენს ერთგული მომხმარებელს. გარდა ამისა,  უახლესი CPU, GPU და Dual NPU-თი აღჭურვილი Kirin 980 არის საუკეთესო ძრავა შემდეგი თაობის პროდუქტიულობისათვის და გასართობი აპლიკაციებისთვის. 7 ნანომეტრიანი პროცესორი - ეს არის ახალი ერა მობილური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში,“-  განაცხადა რიჩარდ იუმ.

მსოფლიოში უმძლავრესი ნანოპროცესორის, Kirin 980-ის, სიმძლავრე 70%-ით აჭარბებს თავისი წინამორბედის შესაძლებლობებს. 7 ნანომეტრიანი პროცესორი 20% ით უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე 10 ნანომეტრიანი პროცესორი და მასთან შედარებით 40%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. Kirin 980 არის ასევე პირველი პროცესორი რომელშიც ჩაშენებულია Cortex-A76-ზე დაყდრნობით შექმნილი ბირთვი, რომელიც 75%-ით უფრო ძლიერია და 58%-ით უფრო ეფექტურია წინა თაობასთან შედარებით.

იმის გათვალისწინებით, რომ მობილურებისთვის შემქნილი თამაშები სულ უფრო მეტად დახვეწილი ხდება,  HUAWEI -მ მოახდინა Mali-G76 GPU-ს ინტეგრაცია Kirin 980-ში, რათა მომხმარებელმა შეუფერხებლად შეძლოს საყვარელი თამაშებით გართობა - ახალი Kirin 980-ის წყალობით შესაძლებელია 46%-ით გაუმჯობესებული გრაფიკული გამოსახულების მიღება. გარდა ამისა თამაშისას, ხელოვნურ ინტელექტის შეუძლია დადგინდეს სამუშაო დატვირთვის ძალა და უზრუნველყოს რესურსის მოძიება ოპტიმალური გამოსახულებისა და ხარისხის მისაღებად. წინა თაობასთან შედარებით, Kirin 980 ურუნველოყობს აპლიკაციების უსწრაფეს ჩართვასაც.

HUAWEI-ს უახლესი პროცესორი - ეს არის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში პირველი „ორმაგი ტვინის“ მქონე სიმძლავრე. ორმაგი NPU-ს სინერგიის შედეგად, შესაძლებლებელია სურათების ამოცნობა, კერძოდ,  Kirin 980-ს შეუძლია ამოიცნოს 4,500-მდე გამოსახულება წუთში, რაც Kirin 970-ზე 120%-ით უფრო გაუმჯობესებული შედეგია. 

Kirin 980 მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გადაიღონ  მაღალი ხარისხის ფოტოები ცუდი განათების პირობებშიც კი. ISP-ს კიდევ ერთი ახალი მახასიათებელია მოძრაობაში ფოტოების გადაღების გაუმჯობესებული შესაძლებლობა,  როდესაც მაგალითად მომხმარებელი ცდილობს  მოძრავი ადამიანის აღბეჭდვას, ISP-ს შეუძლია გაარჩიოს/იცნოს ობიექტი 97.4% სიზუსტით, შედეგად, ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება ეძლევა დააფიქსიროს სწრაფი მოვლენები მარტივად. დღესდღეობით, მობილურებთან მიმართებაში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მაღალი ხარისხის ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა -  Kirin 980-ის წყალობით მომხმარებელს შეუძლია  გადაიღოს ვიდეო 33%-ით ნაკლები დაგვიანებით.

მნიშვნელოვანია, რომ HUAWEI-ს  მომხმარებლებს ახალი პროცესორის  გამოცდა სულ მალე შეეძლებათ. Kirin 980-ით მომუშავე Mate სერიის წარდგენა  ახლო მომავალშია  დაგეგმილი.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....