ბიზნესი
მშენებარე ბინები თბილისში
2018-09-06 11:42:59
ყველა ადამიანს ბინის შერჩევის განსხვავებული კრიტერიუმები აქვს. ზოგისთვის მნიშვნელოვანია ადგილმდებარეობა, ზოგისთვის სამშენებლო ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი, ბინის ჩაბარების კონდიცია (შავი/თეთრი კარკასი ან გარემონტებული), ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამწვანებულ და კეთილმოწყობილ გარემოს.
დეველოპერული კომპანია არქის პროექტების უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელთა მოთხოვნები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული და მყიდველს შეუძლია მისთვის სასურველი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიოს ბინა. არქის ყველა პროექტში გათვალისწინებულია რეკრეაციული და საბავშვო ზონა, რაც დამატებით კომფორტს უქმნის მომხარებელს.
ყველასგან გამორჩეული, ქალაქის იერსახეს მორგებული არქიტექტურა, ოპტიმალური დაგეგმარების ბინები, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და გერმანული ბრენდის სამშენებლო მასალები (ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკი, Heidelberg-ის ცემენტი, Knauf-ის თაბაშირ-მუყაო), ხელმისაწვდომი ფასები და მომხმარებლის სურვილზე მორგებული გადახდის გრაფიკი - ამ ყველა პირობას არქი თავის მომხმარაებელს თითოეულ პროექტში სთავაზობს.
დეველოპერულ ბაზარზე კომპანიების მხრიდან მნიშვნელოვანია მომხმარებლების ნდობის მოპოვებაა. ამისათვის კი საჭიროა მრავალწლიანი გამოცდილება, ყველა პროექტის დათქმულ ვადებში ჩაბარება, ხარისხიანი მშენებლობა და კლიენტის კმაყოფილებაზე კომპანიის მხრიდან მუდმივი ზრუნვა. არქი, როგორც ლიდერი დეველოპერული კომპანია, გამოირჩევა მშენებლობის უმაღლესი ხარისხით და მომხმარებელთა მოლოდინების გამართლებით. არქის ყველა პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით, რაც სამშენებლო ვადების დაცვის გარანტია.
არქის მშენებარე ბინები თბილისში ყველა უბანშია წარმოდგენილი. მომხმარებელს აქვს საშუალება აირჩიოს მასზე მორგებული ბინა, სასურველ ლოკაციაზე და შეუერთდეს #არქელების დიდ ოჯახს. ხელმისაწვდომი ფასები და გრძელვადიანი განვადება კი ბინის ყიდვას ყველასთვის შესაძლებელს ხდის.
კომენტარები