2 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკი ADB -მ საქართველოში წამყვან პარტნიორ ბანკად დასახელდა ვაჭრობის ფინანსირების სფეროში

აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მეოთხედ დაასახელა წამყვან პარტნიორ ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით. 

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სინგაპურში გაიმართა და მას 15 ქვეყნის ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების  200-მდე წარმომადგენელი დაესწრო. აზიის განვითარების ბანკმა 23 საუკეთესო პარტნიორი ბანკი გამოავლინა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს. 

“ბოლო 12 თვის განმავლობაში განსაკუთრებული ფინანსური მაჩვენებლები გვაქვს, რასაც რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი ბანკების დახმარების გარეშე ვერ მივაღწევდით.  დაჯილდოება საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა პარტნიორობისა  და გაწეული სამუშაოსთვის. გამარჯვებულ ბანკებთან თანამშრომლობით, ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს  ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში,“ - განაცხადა სტივენ ბეკმა, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ხელმძღვანელმა. 

ADB 1966 წელს დაარსდა და მის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით. აზიის განვითარების ბანკმა  2017 წელს 32.2 მილიარდი დოლარის ფარგლებში არაერთი სექტორი დააფინანსა სხვადასხვა ქვეყანაში. 

2009 წლიდან დღემდე ADB-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ 12 000-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, და ჯამურად  30 მილიარდი დოლარის ღირებულების 16 600 ტრანზაქცია განახორციელა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....