2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

HUAWEI-მ გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გადაუსწრო

მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციამ (International Data Corporation - IDC) 2018 წლის პირველი ნახევრის ბიზნეს მიღწევები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სმარტფონების გლობალურ მიწოდებაში კომპანია HUAWEI-ს მნიშვნელოვანი,  95 მილიონზე მეტი ზრდა დაფიქსირდა. IDC-ის მონაცემებით,  კომპანია HUAWEI-მ 2018 წლის მეორე კვარტალში გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გაუსწრო და მეორე პოზიციაზე გადაინაცვალა. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვის მონაცემებით  სულ გაყიდულია  HUAWEI-ს 54.2 მილიონი სმარტფონი, რომლის მიხედვითაც კომპანიის ბაზრის წილი 15.8%-ს შეადგენს. რაც შეეხება Apple-ს, აპრილ-ივნისის პერიოდში, გაყიდული სმარტფონების ოდენობა 41.3 მილიონია. ანგარიშის მიხედვით, 71.5 მილიონი გაყიდული სმარტფონით პირველ ადგილს Samsung-ი იკავებს, რომლის წილიც ბაზარზე 20.9%-ია. 

„HUAWEI-ს ბაზრის წილის ზრდა შთამბეჭდავია და მისასალმებელია  მისი სურვილი  დაიმკვიდროს ადგილი იმ ქვეყნების ბაზრებზე  სადაც აღნიშნულ ბრენდს დღემდე არ იცნობდნენ კარგად,“ ძირითადად, ყველა ბაზარზე, კონკურენტებად   SAMSUNG-ი, HUAWEI და Apple-ი მოიაზრება და ეს არ მგონია შეიცვალოს.“ - - განაცხადა  IDC-ის პროგრამულმა ვიცე პრეზიდენტმა, რაიან რეითმა.

„ბოლო ექვსი თვე წარმატებული იყო HUAWEI CBG-სთვის, აღინიშნება ბიზნესის ზრდა ყველა ბაზარზე. ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი არის, კომპანიის ერთგულება ინოვაციებისადმი და რაც მთავარია მომხმარებლის ლოიალობა.  HUAWEI-ს ყურადღება კვლავ პროდუქციის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული" - განაცხადა HUAWEI-ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ იუმ.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები