1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ვარკეთილში ახალგაზრდამ ერთი პირი მოკლა, ერთი დაჭრა, მოკლულის მეუღლე კი გაიტაცა - შს სამინისტრომ ბრალდებული დააკავა

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა გახსნილია,- განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 8 აგვისტოს მომხდარი განზრახ მკვლელობის მიზეზი შურისძიება გახდა.

მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელიც განზრახ მკვლელობის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის იძებნებოდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 8 აგვისტოს ღამით, შურისძიების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ პირს, მისსავე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, დაჭრა სადარბაზოში შემთხვევით შესული პიროვნება, ერთი კი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გატაცებული ქალი მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, მნათობის ქუჩის ტერიტორიაზე იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მძიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც 11-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები