მსოფლიო
საცალო ქსელში RC Cola ახალი გემური თვისებებით გამოჩნდა
2018-08-23 10:19:20
სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ RC Q-ს წარმოება დაიწყო და მომხმარებელს ფორთოხლისა და ლაიმის გამაგრილებელი სასმელი შესთავაზა.
RC Q-ს შეძენა 0.5 ლიტრიან და 2.0 ლიტრიანი შეფუთვებითაა შესაძლებელი.
სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, რომ RC Cola-ს მრავალფეროვანი სახეობები წარმოადგენენ მომხმარებლის ინდივიდუალური ცხოვრების სტილს, ხალისიანი და ენერგიით სავსე ფერებით.
RC Q ძირითადად მრავალფეროვან, მულტი-კულტურულ ახალგაზრდობაზე გათვლილი გამაგრილებელი სასმელია.
„ჩვენ მომხმარებელს ახალი RC Cola შევთავაზეთ, ეს არის: ფრეში, მხიარული და ხილიანი თავგადასავლები, ფერებთან ერთად, რომლებიც ჩვენს მომხმარებელს მოსწონს. RC Q-ს ბაზას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ“, - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის მენეჯერი შალვა ჩოჩელი.
სამომავლოდ სს „ქართული ლუდის კომპანია“ RC Q ახალი სახეობების დამატებას გეგმავს. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ფორთოხლისა და ლაიმის შემდეგ, ბაზარზე RC Q მარწყვისა და ყურძნის არომატით გამოვა.
RC Cola - კოლას გემოს მატარებელი გამაგრილებელი სასმელი გახლავთ, რომელიც 1905 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ჯორჯიაში ფარმაცევტმა კლოდ ჰაჩერმა გამოიგონა.
საქართველოში ლეგენდარული ამერიკული სასმელი RC Cola-ს წარმოება 2016 წლიდან დაიწყო. სს „ქართული ლუდის კომპანია“ RC-ს ოჯახიდან დღეისათვის სამი სახეობის სასმელს აწარმოებს, ესენია: RC Cola, RC Q და RC Cola Coffee.
კომენტარები