მსოფლიო
HUAWEI-ს სამმაგი კამერის სისტემამ გულგრილი ვერც ქართველი მომხმარებელი დატოვა
2018-08-22 14:12:37
მართალია, კომპანია HUAWEI სმარტფონების წარმოებაში, არცთუ ისე, დიდი ხნის წინ ჩაერთო, თუმცა ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, მსოფლიო ბაზარზე უკვე მეორე ადგილზე გადაინაცვლა და წლიდან წლამდე საქართველოს ბაზრებზეც იმყარებს პოზიციებს. უკვე რამდენიმე წელია, მომხმარებელთა რჩეული, მულტიფუნქციური სმარტფონების მწარმოებელი ბრენდი HUAWEI-ა, რომლის განსაკუთრებულ წარმატებას P სერიის მოდელები განაპირობებენ.
კონკურენტულ გარემოში HUAWEI მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე და სთავაზობს მათ უნიკალურ სმარტფონებს, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო, თანამედროვე, ინოვაციური და მომხიბვლელია.
ახალი ერა ინტელექტუალურ ფოტოგრაფიაში - სწორედ, ამ სლოგანით წარადგინა კომპანია HUAWEI-მ თავისი ახალი ფლაგმანური სმარტფონები P20 და P20 Pro, რომლებიც ყველაზე მაღალი პიქსელების რაოდენობითა და Leica-სთან ერთად შემუშავებული სამმაგი კამერის სისტემით შესაძლებლობას გვაძლევენ გადავიღოთ უფრო ლამაზი, ნათელი, მკვეთრი და დეტალებზე ორიენტირებული ფოტოები. “საუკეთესო არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს მრავაფულქციურ კამერას,” - ასე შეაფასეს ქართველმა მომხმარებლებმა HUAWEI-ს P სერიის ახალი სმარტფონები: „HUAWEI-ს სმარტფონით გადაღებული ფოტოები გამოირჩევა ფერთა სიმკვეთრით, მაღალი დეტალიზაციითა და ხარისხით. ეს მაჩვენებლები, P სერიის კიდევ ერთი უპირატესობაა.“ფაქტია, რომ HUAWEI P20 სერიის სმარტფონები ადამიანებს შემოქმედებითი შთაგონებით აღავსებს და მთელ მსოფლიოში ფოტოგრაფიით გატაცების სურვილს ამკვიდრებს. ყველა სხვა სმარტფონისგან განსხვავებით HUAWEI P20 და HUAWEI P20 Pro მომხმარებელს აძლევს საშუალებას აღბეჭდოს და გაუზიაროს მეგობრებს სამყაროს ბრწყინვალება და ფერთა მრავალფეროვნება. უფრო მეტიც, HUAWEI-ს ფლაგმანურმა სმარტფონებმა ქართველ მომხმარებელს ფოტოგრაფიით გატაცების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა, ხოლო სამმაგი კამერის სისტემამ და ინოვაციურმა დიზაინმა საბოლოო არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაუადვილა.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარები