მსოფლიო
საქართველს ბანკის გენერალური პარტნიორობით, კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციის მიზნით, ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა
2018-08-21 10:01:42
20 აგვისტო, 2018- მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, გენერალური პარტნიორობით, კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ბახმაროსთვის დამახასიათებელი კულტურული თავისებურებების პოპულარიზაცია და კურორტის განვითარების ხელშეწყობა. ტრადიციულ დოღში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა. დოღის დაწყებამდე გაიმართა ცხენებით საზეიმო სვლა. გამარჯვებულებს კი დოღის დასრულების შემდეგ გადაეცათ ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები.
„ბახმაროს თასი 2018“ “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს“ წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართა.
ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება სწორედ ამ ტრადიციის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
კომენტარები