2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI -მ ფოტოების გადაღება ბევრად უფრო მარტივი გახადა

HUAWEI - უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის არის ღირსეული  და მოწინავე ბრენდი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ინოვაციებით (ან სიახლეებით- ორივე ერთად იგივე შინაარსისაა)  გვანებივრებს. Leica-სთან თანამშრომლობით, სმარტფონი კიდევ უფრო განავითარა, რომელსაც მაღალტექნოლოგიური მახასიათებლებთან ერთად 3x ოპტიკური და 5x ჰიბრიდული ზუმი აქვს. უფრო მეტიც, HUAWEI ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია, რომელიც სმარტფონების სამყაროში ტრენდსქმნის. HUAWEI P20 Pro ეს არის სამი კამერის მქონე ერთადერთი და ინოვაციური სმარტფონი.  

HUAWEI ის და Leica-ს პარტნიორობის შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესდა HUAWEI P20 Pro-ს კამერის მახასიათებლები, თუმცა აღნიშნული სმარტფონი მხოლოდ კამერაზე ორიენტირებული არ არის და მასში, წინა მოდელებთან შედარებით, გაუმჯობესებულია პროცესორი, მეხსირება და სხვა პარამეტრები.

HUAWEI P20 Pro-ს  ახალი დიზაინი ნამდვილად, უნიკალურია. ვიზუალი ყველა სმარტფონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია და HUAWEI P20 Pro ნამდვილად, საუკეთესოა ამ კატეგორიაში, თავისი ფერითა და დიზაინით.

გარდა ამისა, HUAWEI ეხმარება მომხმარებელს დახვეწოს სურათების გადაღების ტექნიკა. აღნიშნული სმარტფონი სხვებისგან ნამდვილად, გამოირჩევა თავისი შესაძლებლობით, გადაიღოს უმაღლესი ხარისხის ფოტოები ცუდ განათებაშიც კი. მას აქვს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ავტომატურად აღიქვამს გადასაღებ სცენას,  არჩევს პარამეტრებს და ფერებს. ხელოვნური ინტელექტი ასევე წყვეტს როდის გამოიყენოს ღამის რეჟიმი - სულ რაღაც 6 წამში თქვენ გექნებათ მაღალი ხარისხის ფოტო. აღარ არის საჭირო მენიუში და პარამეტრებში რეგულაციების ძიება, რადგან ეს უკვე ავტომატურად ხდება.

ერთი შეხედვით, HUAWEI P20 Pro შესაძლოა iPhone X-ში შეგეშალოთ. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტებზე დიდი 7,8 მმ სისქის მქონე ელემენტი აქვს, HUAWEI P20 Pro Samsung Galaxy S9 Plus-ზეც კი თხელია. გარდა ამისა, მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ iPhone X-დან HUAWEI P20 Pro -ზე გადასვლა თვალისთვის ნამდვილად, მარტივია, რადგან  Apple -ს მიერ გამოყენებული შავი და თეთრი ფერები უკვე მოსაბეზრებელი გახდა.

HUAWEi-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, სმარტფონების ბაზარზე კომპანია მესამე ადგილზეა. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს.  HUAWEI Consumer BG არის ჰუავეის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....