მსოფლიო
PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა
2018-08-13 10:50:56
13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, მთელს მოსახლეობაზე აისახება. მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებებზე მომხმარებელი PSP-ში მნიშვნელოვნად დაბალ ფასს მიიღებს. მეორე, იგივე ბ, ტიპის დიაბეტის შემთხვევაში მომხმარებელს მხოლოდ ტაბლეტები სჭირდება და არა ინსულინი.
„PSP მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს და შესაბამისად, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები PSP-ს სააფთიაქო ქსელში ყოველთვის ყველაზე ხელმისაწვდომი იყო. 13 აგვისტოდან ეს მედიკამენტები კიდევ უფრო მეტად გაიაფდა. ყველაზე მოთხოვნად დიაბეტონს მომხმარებელი ჩვენთან უკვე 10 ლარად მიიღებს, ამარილი 2მგ - 3 ლარი ეღირება, ხოლო სიოფორის ფასი 5.82 ლარი იქნება. ჩვენს მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაციით ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მედიკამენტებზე ფასები შევამციროთ, რათა PSP-ს ქსელში არსებული ხარისხიანი მედიკამენტები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს,“ - აცხადებენ PSP-ში.
ყველაზე დაბალი ფასის გარდა მომხმარებელს ყოველ 10 ლარიან შენაძენზე PSP-ს წამახალისებელ გათამაშებაში ჩართვა შეუძლია. 4 ნოემბერს PSP-ს გათამაშებაში ერთგული მომხმარებლები 10 წლიან ხელფასს ყოველთვე 1000 ლარის ოდენობით, 25 000 ლარს და გარემონტებულ ბინას საბურთალოზე მოიგებენ.
კომენტარები