1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მკვლელობის შემდეგ, ფეიქრიშვილის ცოლი მანქანაში ჩასვა და გაიტაცა, წლებია უყვარს" – ვარკეთილში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

თბილისში, ვარკეთილში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 38 წლის მოკლული მამაკაცი გია ფეიქრიშვილია.  მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი ციხიდან ახალი გამოსული პირია, რომელსაც მოკლულის მეუღლე წლებია უყვარდა. მკვლელობის მოტივიც სწორედ ეს გახდა. 

მეზობლების თქმით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა, რომლის შემდეგაც სავარაუდოდ მკვლელმა, მოკლული გია  ფეიქრიშვილის მეუღლე მანქანაში ჩასვა და გაიტაცა. 

დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

მოკლულ ფეიქრშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები