2 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თუშეთში საერთაშორისო პრინტ ფესტივალი დაიწყო

თუშეთში თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო პრინტ ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით შექმნილ ნამუშევრებს გააერთიანებს.

მონაწილე მხატვრებმა, ვიდეო არტისტებმა, პერფორმერებმა, მუსიკოსებმა, დიზაინერებმა და ფოტოგრაფებმა პროექტის დაწყებამდე ცნობილი თუში ფოლკლორისტისგან - ეთერ თათარაიძისგან ძველი თუშური ლეგენდები მოისმინეს და თუშური ორნამენტები შეისწავლეს. არტისტები მოსმენილი ლეგენდების შთაგონებით მითიურ პერსონაჟებს იმიჯების სახით გააცოცხლებენ, რომლებიც მოგვიანებით ტექსტილზე დაიბეჭდება და საბოლოოდ ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიით დაზგური გრაფიკის სახელოსნოში კოსტიუმებად შეიკერება. კოსტიუმებს ომალოელი ახალგაზრდები მოირგებენ და პერფორმანსს წარმოადგენენ, რომელიც თუშურ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკას გააერთიანებს.

პარალელურად, ომალოს სხვადასხვა გარე სივრცეებში ქუჩის გალერეის სახით ინსტალაციები მოეწყობა, სადაც მონაწილე არტისტების შექმნილი ბანერები და ფოტოები გამოიფინება. მთელი ეს პროცესი კი თუშეთის რეგიონის ამსახველ მოკლემეტრაჟიან საიმიჯო ფილმში მოხვდება.

თუშეთში პრინტ ფესტივალი 13 აგვისტომდე გაგრძელდება, 21 აგვისტოს კი ბათუმში გადაინაცვლებს.

საერთაშორისო პრინტ ფესტივალი - „LIFE - N - STYLE“ საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების  ხელშეწყობაა.

ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია, რომლის პროცესშიც თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. ხელით ბეჭდვა ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის.

„DO OR DO NOT“ – „თუ აკეთებ გააკეთე“ - წლევანდელი ფესტივალის თემაა.

საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის დასრულების შემდეგ პრინტ ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება დედაქალაქში ოქტომბერში გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....