1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„დედამ ფეხებში 2 ხელყუმბარა ჩამიდო და მითხრა: თუ სარდაფში შემოვლენ მე თავში რკინის კეტს ჩავარტყამ და შენ შვილო რგოლი მოხსენი, ნუ გეშინია…”

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი დავით კაკულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში რუსეთ-საქართველოს ომის დეტალებს იხსენებს:

„1992 წლის 3 ოქტომბერი, გაგრა საოკუპაციო ძალების ხელშია, წვავენ, იპარავენ, კლავენ ყველაფერს რაც ქართულია. საკუთარი სახლის სარდაფში ალუმინის " ლეჟანკაზე" დედამ ფეხებში 2 ხელყუმბარა ჩამიდო და მითხრა: თუ სარდაფში შემოვლენ მე თავში რკინის კეტს ჩავარტყამ და შენ შვილო რგოლი მოხსენი, ნუ გეშინია ტკივილს ვერ იგრძნობო… მაგის მერე დავიმახსოვრე სამუდამოდ რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს!

2008 წლის აგვისტოს 9 ან 10 რიცხვი, გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარ, ოპერატორ რამაზ უთრუგაშვილ ერთად. ჯარი უკან იხევს, აბსოლუტურად მოუმზადებელია ქართული მედია, ვაკეთებ იმას რაც შემიძლია, ტელეფონზე ზარია, ნანა ინწკირველი მირეკავს ახლა შენთან თუხარელი მოვა და მასალას მოგცემსო. ალექს გაბელია და თუხო მოვიდა, ძევერასთან ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ვიდეომასალა მომცეს. მაშინ ამის ეთერით გაშვება პროპაგანდა კი არა იმედი იყო, იმედი იმის რომ საქართველოს ბრძოლა შეუძლია და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

ამ ამბის მერე თუხარელი დისევში შებრუნდა რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული ოჯახის გამოსაყვანად. ყოველ წელს მიდის ვიცი საოკუპაციო ხაზთან და თავის დამწვარ სახლს უყურებს, მაგრამ ამას ხმამაღლა არასოდეს იტყვის. ამით ერთ რამეს ამტკიცებს-ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

მე ჩემს სახლს ვერ ვუყურებ, შორია და არ ჩანს მანდარინების ჩრდილში ჩაფლული…

#დიდებასაქართველოს”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები