0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან - ირაკლი შოთაძე

„ამ გადასახედიდან, როგორ თვლით, ეს თქვენი დავალება შესრულდა? იქნა ჩატარებული ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება?“ - ამ კითხვით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართა.

შოთაძის თქმით, ვინაიდან თანამშრომლის შვილი ფიგურირებდა, ამიტომ გასცა მითითება, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ყოფილიყო ჩატარებულიყო „იმის გასარკვევად, რომ დადგენილიყო მირზა სუბელიანის შვილის მონაწილეობა შესაძლო მკვლელობის ფაქტში“.

რაზეც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ აინტერესებდა, ჩატარდა თუ არა მის მიერ გაცემული დავალება.

„ამ გადასახედიდან, როგორ თვლით, ეს თქვენი დავალება შესრულდა? იქნა ჩატარებული ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება? გაგახსენებთ მაინც რას ვგულისხმობთ, აქ ჩამოთვლილი იყო, ტელეფონი ამოღებული  არ იქნა, მიმოწერა ამოღებული არ იქნა, სახლი გაჩხრეკილი არ იქნა, სუბელიანი დაკითხული არ იქნა, სუბელიანის მეუღლე დაკითხული არ იქნა. ამ ბავშვის დეიდაშვილის სახლი გაჩხრეკილი არ იქნა, ტანსაცმელი ამოღებული არ იქნა, მისი მიმოწერა ამოღებული არ იქნა,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შოთაძემ აღნიშნა, რომ ეს სერგი კაპანაძის შეფასებაა, ხოლო ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

„დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან,“ - განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები