2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კახაბერ კუჭავა: უმთავრესი პრობლემა, რის მოგვარებაც თბილისში ჰაერის ხარისხს გააუმჯობესებს, მოძველებული ავტოპარკია და არა საწვავის ხარისხი

2018 წლის აპრილში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თბილისში ჰაერის დაბინძურების მიზეზების დადგენა და პრობლემების მოგვარების გზების შემუშავება ევალება. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ „ეკომედიასთან“ საუბრისას თქვა, რომ სამი თვის განმავლობაში სამოქალაქო სექტორისგან იმაზე მეტი განაცხადი მიიღეს, ვიდრე ელოდნენ. მისივე თქმით, განაცხადების მიხედვით უკვე გამოიკვეთა თბილისში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ფაქტორები.

„ჩვენ დაახლოებით 6-7 განაცხადს ველოდით, მაგრამ შემოვიდა 15 განაცხადამდე და კიდევ რამდენიმეს ველით. უკვე გვქონდა შიდა, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დეპუტატებთან. სექტემბერში ჩვენ წარვდგებით კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებით და დამატებითი დირექტივებით აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. შემოსული კვლევების მიხედვით, უკვე იკვეთება თბილისში ჰაერის მთავარი დამაბინძურებლები“ - თქვა კუჭავამ.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერს მნიშვნელოვნად აბინძურებს ქვეყანაში შემოტანილი იაფფასიანი სამუხრუჭე ხუნდები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას, აზბესტს შეიცავს.

„ასეთი ხუნდები ავტომობილის დამუხრუჭებისას, მომაკვდინებელ საწამლავს უშვებს ჰაერში. ჯერჯერობით 4 კომპანიაა იდენტიფიცირებული, რომელთაც აზბესტის შემცველი ხუნდები შემოაქვთ ქვეყანაში. თუმცა, შეიძლება, მათი რიცხვი ბევრად მეტიც იყოს. ჩვენი მიზანი არაა, ვეძებოთ, ვინაა უხარისხო ხუნდების შემომტანი. ჩვენი მიზანია, აიკრძალოს ასეთი ხუნდების შემოტანა. როგორც ვიცით, სახელმწიფო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ამ ტიპის ხუნდებს იყენებს. მათაც უნდა მივცეთ რჩევა, რომ მსგავსი იაფფასიანი ხუნდები აღარ შეიძინონ“ - ამბობს კახაბერ კუჭავა.

მისივე განმარტებით, უმთავრესი პრობლემა, რის მოგვარებაც თბილისში ჰაერის ხარისხს გააუმჯობესებს, მოძველებული ავტოპარკია და არა საწვავის ხარისხი.

„რაც არ უნდა კარგი საწვავი იყიდებოდეს ბაზარზე, უმთავრესი პრობლემაა გაუმართავი ძრავები. სექტემბერში ამ თემაზეც დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. უმთავრესი პრიორიტეტია მოძველებული ავტოპარკის განახლება. ჩვენთან შემოდის საკმაოდ მაღალი ხარისხის საწვავი და ის ტყვიას აღარ შეიცავს. მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენთან ტყვიით გაჯერებული საწვავი შემოდის და ეს აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს. რაც შეეხება დიზელს; მასთან დაკავშირებით, ყურადღებაა გასამახვილებელი გოგირდის შემცველობაზე. მასში ნორმაზე მაღალია გოგირდის შემცველობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემცველობა არ აჭარბებს 2015 წელს დამტკიცებულ ნორმებს, ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად მოკლე დროში მივუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტს“ - თქვა კახაბერ კუჭავამ.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სამუშაო ჯგუფი აგვისტოშიც გააგრძელებს მუშაობას და როგორც მისი ხელმძღვანელი ამბობს, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველ კვირაში, გაიმართება ზეპირი მოსმენები. ჯგუფი აპირებს, დაიბაროს ექსპერტები, ასევე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლები. მისთვის თვალყურის მიდევნება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. პროცესი სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. კახა კუჭავა ამბობს, რომ ექსპერტებთან გასაუბრების შემდეგ, სავარაუდოდ, ათი დღის ვადაში შეაჯამებენ მიღებულ ინფორმაციას და გამოსცემენ პირველ ანგარიშს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....