2 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკის ინიციატივით იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდება

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, თავის ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. ტრენინგები სექტემბერში დაიწყება და მასზე დასწრება რეგისტრაციის გავლის შემდეგ თავისუფალია.

2019 წლიდან იჯარის აღრიცხვიანობისა და მართვის ახალი სტანდარტი (ფასს 16) დაინერგება, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის მოიჯარის მიერ აღრიცხვიანობის სტილს, იჯარის განმარტებასა და მსგავსი ტრანზაქციების მართვის პროცესს.

ტრენინგის თემის აქტუალობა სფეროში მიმდინარე ცვლილებებმა განაპირობა და თიბისის გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირებს დარგის სიახლეებს Savvy Consulting-ის მმართველი პარტნიორი, მარიამ ქოიავა გაუზიარებს.

“თიბისი პირველი კომპანიაა, რომლის ინიციატივითაც იჯარის აღრიცხვიანობის უახლესი სტანდარტების შესახებ ღია ტრენინგი ჩატარდება. ველოდებით იმ მიზნობრივ აუდიტორიას, რომლისთვისაც აღნიშნული თემა მათი საქმიანობიდან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დამსწრეები სამი საათის განმავლობაში, მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს მიიღებენ“, - მარიამ ქოიავა.

ტრენინგზე IFRS 16-ისა და IFRS for SME იჯარის კომპონენტების განხილვასთან ერთად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები პრაქტიკული დავალებების მეშვეობით ახალ სტანდარტებსაც შეისწავლიან.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში აუდიტორია:
· გაეცნობა ფასს 16-ის სტანდარტის ძირითად სიახლეებს
· მიმოიხილავს იმ ძირითად სექტორებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხება
· გაეცნობა სტანდარტის ძირითად გამონაკლისებს
· დასახავს ახალ სტანდარტზე გადასვლის სამოქმედო გეგმას
· გაეცნობა იმ ფინანსურ კოეფიციენტებს, რომლებიც შეიცვლება ახალი სტანდარტის ამოქმედების შედეგად

ტრენინგზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. რეგისტრაციის, ასევე ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbusiness.ge/ka/Trainings/IFRS-siaxleebi-ijara.

IFRS-ის ტრენინგი ბიზნესგანათლების პროგრამის ნაწილია, რომელსაც თიბისი ბანკი 2014 წლიდან ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს. ბანკის ეგიდით ტარდება ტრენინგები, კონფერენციები, მასტერკლასები, B2B და აგროფორუმები და მათში მონაწილეობა ყველა მსურველისთვის სრულად დაფინანსებულია. ბიზნესგანათლების კომპონენტით უკვე 15 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა.

თიბისი ბანკის მომავალი ტრენინგების თემატიკა კონკრეტულ სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების შესაბამისად შეირჩევა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები