2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პრემია „საბას“ ჟიურიმ 2018 წლის ფინალისტები დაასახელა

ლიტერატურული კონკურსის "საბა" ჟიურიმ, კონკურსის 10 ნომინაციიდან, 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. 5 ნომინაციის ფინალისტების სია ასე გამოიყურება: 

 

საუკეთესო რომანი 

1. გურამ ბათიაშვილი, „ელიგულა და კავა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

2. მარი ბექაური, „ანას მომენტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

3. ლაშა ბუღაძე, „პატარა ქვეყანა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

4. დავით გაბუნია „დაშლა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

5. თამარ თანდაშვილი, „მატერიკონი“ (გამომცემლობა „სიესტა“)

  

საუკეთესო პროზაული კრებული 

1. თეონა დოლენჯაშვილი, „პერსონალური ქრისტე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

2. ლევან მუსხელიშვილი, „მოკლე მოთხრობები“ (გამომცემლობა „სეზანი“)

 

 საუკეთესო პოეტური კრებული 

1. გიორგი არაბული, „გვრინი“(გამომცემლობა „ინტელექტი“)

2. სოსო მეშველიანი, Arboles Altos (გამომცემლობა „ინტელექტი“)

3. ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

4. პაატა შამუგია, „დედა ენა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

5. ბელა ჩეკურიშვილი, „სიშიშვლის დეტექტორი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

  

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი 

1. საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) - რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი „ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი“(ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2. გაბრიელ ტანიე, „ქანაანის შვილები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

3. ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა 

1. სოსო მეშველიანი, „ქუნარეშ“(გამომცემლობა „ინტელექტი“)

2. ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (გამომცემლობა „დიოგენე“)

3. მარინა ქარცივაძე, Modus Vivendi (გამომცემლობა „ქოლგა“)

 

საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციის ფინალისტების ვინაობა სექტემბერში გასაჯაროვდება.

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი; ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა;ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა; პრემია ქართულგერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ამ 4 ნომინაციის გამარჯვებულები კი, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი. 

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთექვსმეტედჩატარდება და ეს წელი პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაგერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება. 

 როგორცცნობილია, 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოში უდიდესბაზრობას წარმოადგენს, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. 

ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას“დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზშიKaisersaal ჩატარდება. ცერემონიის ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება.ცერემონიას ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიოუცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები,საერთაშორისო მედია. 

დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება საზოგადოებას ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირი ეთერითდა ინტერნეტში, თიბისის

და „საბას“ ფბ გვერდების საშუალებით შეეძლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....