2 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით ბლექ სი არენაზე შვიდკაცასა და Take 6-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

26 ივლისი, 2018 - მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის პარტნიორობით 11 აგვისტოს, „Check In Georgia“-ს ფარგლებში „ბლექ სი არენაზე“ „შვიდკაცასა“ და „Take 6“-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.  „შვიდკაცას“ საიუბილეო კონცერტი ანსამბლის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილესა და  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.  ღონისძიების სპეციალური სტუმარია 10 „გრემის“ მფლობელი ამერიკული აკაპელა ჯგუფი „Take 6“. კონცერტში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტზე გაჟღერდება „შვიდკაცას“ რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები - ნიკოლოზ რაჭველის ახლებური ინტერპრეტაციით. საინტერესო კოლაბორაცია იქნება „შვიდკაცას“ და ამერიკული ჯგუფის ერთობლივი გამოსვლა ორკესტრის თანხლებით, „Take 6“-ი ასევე, საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს.

 

„შვიდკაცას“ მრავალწლიანი სასცენო მოღვაწეობის განმავლობაში გამართული აქვს არაერთი სოლოკონცერტი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც. 2017 წელს ის გახდა პირველი ქართული ანსამბლი, რომელმაც შეასრულა სიმღერა Oracle არენაზე, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა „Golden State Warriors“ და „Memphis Grizzlies“. ამერიკული ჯგუფი „Take 6“ 1980 წელს ალაბამაში ჩამოყალიბდა. სექსტეტი აკაპელა და გოსპელ ჟანრებში მოღვაწეობს, ისევე, როგორც რიტმ ენდ ბლუზსა და ჯაზში. მათ საკუთარი კარიერის განმავლობაში 10 „გრემი“ დაიმსახურეს. ასევე მიღებული აქვთ სხვადასხვა პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო თუ ნომინაცია. ჯგუფი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან რეი ჩარლზი, უიტნი ჰიუსტონი, ელ ჯერო, ქუინსი ჯონსი, ქუინ ლატიფა, ბრაიან მაქნაითი, მარკუს მილერი, „მანჰეტენ ტრანსფერი“ და სტივი უანდერი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....