ბიზნესი
არქიმ და ზაზა ფაჩულიამ უპრეცედენტო ინიციატივა წარადგინეს
2018-07-26 11:32:02
დღევანდელი დღიდან მოყოლებული კომპანიის მოგების 5%-მდე რესურსი ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ქველმოქმედებას მოხმარდება. სწორედ ეს არის არქისა და ზაზა ფაჩულიას პარტნიორობის სრულიად ახალი, განსხვავებული კონცეფცია.
კომპანიამ ასევე ახალი ბრენდინგი წარადგინა, რომლის მიხედვითაც კომპანიის მთავარ მიმართულებად დასახელდა ზრუნვა - ზრუნვა არქელებზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. ახალი კამპანიის #არქელებიზრუნავენ ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში არქიმ დღეს მორიგი 5000 ლარიანი დახმარება გადასცა ბერი ანდრიას ფონდს ბედნიერების სახლის მშენებლობისთვის.
„არქის მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ბერი ანდრიას ფონდთან. ჩვენთვის დიდი პატივია იმ კეთილ საქმეში წვლილის შეტანა, რომელსაც ბერი ანდრიას ფონდი ახორციელებს და გვინდა ყველას მოვუწოდოთ შემოგვიერთდნენ, რათა ერთად ავაშენოთ ბედნიერების სახლი“ - აცხადებენ არქიში.
რაც შეეხება არქის ახალ ბრენდინგს, მასზე ბრიტანელმა სპეციალისტმა ტობიას ჰაინცმა და კომპანიამ „Co Consultancy“-მ იმუშავა.
„არქის მთავარი ფილოსოფია ყოველთვის იყო მომხმარებლებზე ზრუნვა, სწორედ ამიტომ, როდესაც არქის ბრენდის ცვლილებაზე დავიწყეთ მუშაობა, ჩვენი ბრენდის იდენტობის ცენტრში მოვაქციეთ მომხმარებელზე ორიენტაცია და სწორედ ამ მთავარ ღირებულებაზე იქნება დაყრდნობილი ჩვენი ყველა სტრატეგია და ქმედება.
ბინის შეძენა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. არქის და ზაზა ფაჩულიას ერთობლივი კამპანიის ფარგლებში ვნახეთ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ყოველთვის არსებობს ის, რაც თითოეულისთვის შეუცვლელია. ჩვენი მიზანია სწორედ ასეთი შეუცვლელი სახლი შევთავაზოთ თითოეულ არქელს. შესაბამისად, ჩვენი სახეშეცვლილი ბრენდის მთავარი მესიჯი იქნება „არქი - ჩემი შეუცვლელი სახლი“. - აცხადებენ არქის წარმომადგენლები.
„არქი“ ლიდერი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. არქის მშენებარე ბინების ყიდვა თბილისის ყველა უბანშია შესაძლებელი, ამ ეტაპზე კომპანიას 18 დასრულებული და 14 მიმდინარე მშენებლობა აქვს თბილისსა და რეგიონებში.
კომენტარები