მსოფლიო
შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი დასრულდა
2018-07-24 11:21:15
თიბისი სტატუსის და კომპანია ისთერნ პრომოუშენსის მხარდაჭერით, ბათუმში 19-22 ივლისს, შავი ზღვის სანაპირომ რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა.
წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერირები“, როკის ლეგენდა რობერტ პლანტი და “Sensational Space Shifters” იყვნენ.
ჯაზ-ფესტივალში წელს ასევე მონაწილეობენ: ჯგუფი “Trombone Shorty & Orleans Avenue”, DJ Lo Down Loretta Brown akaErykah Badu და მუსიკოსი Wyclef Jean, რომელმაც ფესტივალის სტუმრებს საკუთარი სოციალური ქსელის გვერდიდან მადლობა ქართულად გადაუხადა.
სხვა მოწვეულ მუსიკოსებს შორის იყვნენ R+R=NOW - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაქფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით და DJ “Mop Mop”.
წელსაც ტრადიციულად, თიბისი სტატუსის მომხმარებლებმა ჯაზ-ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენისას სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლეს. თიბისი სტატუსის ორგანიზებით, ჯაზ-ფესტივალის მსმენელებისთვის ბათუმის მიმართულებით ჯაზ-მატარებლის რეისიც დაინიშნა.
საფესტივალო კონცერტები ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართა.
შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩარტარდა.
კომენტარები