2 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლუდის მოყვარულები და მისი მწარმოებლები გადასახადების წინააღმდეგ გაერთიანდნენ

აი, რა ხდება ყოველ ჯერზე, როდესაც კანადელი მომხმარებელი სვამს ლუდს...

კანადელმა ლუდის მწარმოებლებმა ახალი და  უმთავარი კამპანია წამოიწყეს - www.axethebeertax.ca . როგორც ირკვევა ლუდის მოყვარულები და მისი მწარმოებლები გადასახადების წინააღმდეგ გაერთიანდნენ. კამპანიის ფარგლებში ისინი ბეგარის დაწესების წინააღმდეგ და გადასახადების შემცირებისთვის იბრძოლებენ.

https://www.youtube.com/watch?v=JfOL_zI9D2A

მნიშვნელოვანია, რომ კამპანიას მხარს უჭერს Conference Board of Canada-ის ანგარიში. ასევე საყურადღებოა, რომ ლუდს, კანადის ეკონომიკაში, ყოველ წელს, თავისი წვლილი შეაქვს: 13.6 მილიარდი აშშ დოლარი ეკონომიკურ საქმიანობაში და 149,000 სამუშაო ადგილი, რასაც კანადელი მუშებისთვის გამომუშავებული 5.3 მილიარდი აშშ დოლარი მოაქვს, დაწყებული მარცვლეულზე ანუ არაალკოჰოლური სასმელების წარმოებაზე მომუშავეებით, დამთავრებული მძღოლებით, რომლებიც პროდუქციით ადგილობრივ კომუნებს ამარაგებენ.

 „ჩვენ უკვე ვიცით, რომ ლუდის ყოველი ბოთლი თუ ჭიქა, რომელსაც კანადელი მოიხმარს, ნახევრად ცარიელია - იმ საფასურის ნახევარი (47%), რასაც მომხმარებელი იხდის, პირდაპირ სახელმწიფოს, გადასახადების სახით შესდის. ეს უკვე მსოფლიოში ლუდზე რიგით მესამე საგადასახადო განაკვეთია,“ - განმარტავენ კამპანიის ავტორები.

როგორც ირკვევა, აღნიშნული სიტუაცია უარესობისკენ მიდის. 2018 წლის პირველ აპრილს, ავტომატურმა ფედერალურმა მთავრობამ "ესკალატორი" - ლუდზე დაწესებული გადასახადები - ექსპლუატაციაში გაუშვა, რაც გადასახადების დონეს კიდევ უფრო გაზრდის. „ტრადიციულად, ეს შეფერხების გარეშე მოხდება, მსკავს ქმედებებს კი, ჰორიზონტზე დასასრული არ უჩანს,“ - წუხან ლუდის მწარმოებლები.

სასაცილოა, მაგრამ ისევე როგორც სატელევიზიო რეკლამა, რომლითაც ლიბერალები პრემიერ ჯასტინ ტრუდოს ხელისუფლების არჩევას უწყობენ ხელს, ზუსტად ასე არიან მომხმარებლები, რომლებიც იჭედებიან ესკალატორზე, რომელიც მაღლა და მაღლა მიდის, საიდანაც უკან ვეღარ ჩამოდის. საგანგებო გამორთვის ღილაკი კი არ არსებობს. ვერავინ შეძლებს ლუდის ესკალატორი გადასახადების გაჩერებას. სწორედ ესაა, რის წინაშეც დღე კანადაში ლუდის მოყვარულები დგანან. „ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც უყვართ ლუდი, რათა დაგვეხმარონ და ხელი მოაწერონ ჩვენს პეტიციას www.axethebeertax.ca,“ - აცხადებენ ისინი.

ექსპერტთა გათვლებით, კანადაში, ლუდის ინდუსტრიას რეალური საფრთხე ემუქრება. საკონფერენციო საბჭოს დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ლუდის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, სხვადასხვა ფაქტორების გამო, როგორიცაა მაგალითად, ლუდზე დაწესებული მაღალი გადასახადები, უკვე 10%-ით შემცირდა.

2012 წლიდან მოყოლებული, კვებეკში, პროვინციული გადასახადები, რომლებიც ლუდზეა დაწესებული, 58%-ით გაიზარდა, ონტარიოში 18%-ით, 19%-ით მანიტობაში, 24%-ით სასკაჩევანში, ხოლო ალბერტაში - 28%-ით.


რა რისკთან გვაქვს საქმე? კანადური წარმოების ლუდის მოხმარება, ადგილობრივი ლუდის ხარშვის გარდა, კიდევ სხვა ბევრ ბიზნესს უწევს მხარდაჭერას, დაწყებული ადგილობრივად მიწოდებული ან იმპორტირებული ქერის ალაოთი და სვიით. ლუდის ეკონომიკა ასევე საჭიროებს დამატებით ჩაბურახებას, მარცვლეულის გადამუშავებას, ბოთლებში, ან კონსერვის ქილებში ჩამოსხმას, შეფუთვას, ტრანსპორტირებას, მარკეტინგს, პოპულარიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ლუდი შედის მაღაზიებში, ან ლიცენზირებულ დაწესებულებებში, ან ხდება მისი ექსპორტირება. ეს ყველაფერი კი კანადაში ქმნის სამუშაო ადგილებს.

მაგრამ 2018 წელს დაწესებული გადასახადები ამ კარგ სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკურ აქტივობებს რისკის წინაშე აყენებს.

https://www.youtube.com/watch?v=X711hkFcBeU

 „ესკალატორი გადასახადები“ კანადაში ლუდზე უფრო მაღალ ფასებს ნიშნავს.

და ბოლოს, კანადის ადგილობრივი ხელისუფლება, ლუდის მოყვარულებს, ყველანაირი სერიოზული საფუძვლის გამო სჯის და დროა, ლუდის დამამზადებლებმა და მომხმარებლებმა თქვან "საკმარისია!". თუ იზიარებ ჩვენს პოზიციას, გთხოვთ, ეწვიოთ საიტს - www.axethebeertax.ca , ხელი მოაწეროთ პეტიციას, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკოსებისგან ვითხოვთ, გადაიხედოს ეს ესკალატორის გადასახადები. გაუზიარე შენი მოსაზრებები ფინანსთა მინისტრს ბილ მორნეაუს ან შენს წარმომადგენელს პარლამენტში.

„ვაფასებთ თქვენს დახმარებას. მოდით, ერთად ვიმუშაოთ საახალწლო რეზოლუციასთან დაკავშირებით, რათა გაუქმდეს ეს გადასახადები, რომელიც ლუდზეა დაწესებული,“ - ლუკ ჰარფორდი, სპეციალურად THE TORONTO SUN-სთვის.

შეგახსენებთ, რომ ლუკ ჰარფორდი Beer Canada-ს პრეზიდენტია, რომელიც 50-ზე მეტი კანადური წარმოების ლუდის კომპანიის (კომპანიები მთლიანობაში კანადაში დამზადებული ლუდის 90%-ს შეადგენს) წარმომადგენელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....