მსოფლიო
სფეისი ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა
2018-07-14 21:21:09
ორი თვის წინ ქართულ ყოველდღიურ საბანკო ბაზარზე პირველი სრულად ციფრული ბანკი, სფეისი გამოჩნდა - ბანკი ფილიალებისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურ ტელეფონში არსებობს აპლიკაციის სახით.
სიახლით უკვე დაინტერესდა საერთაშორისო მედია, მათ შორის ისეთი გავლენიანი გამოცემები ბანკინგისა და ფინანსების სფეროში, როგორებიცაა - Efma.com და Finextra.com.
უცხოური მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში საუბარია საქართველოში პირველი ნეობანკის ინოვაციურ მიდგომებზე, ტექნოლოგიებსა და პროდუქტებზე. ასევე იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სფეისი ყოველდღიური ქართული საბანკო სერვისების ინდუსტრიაზე.
„ჩვენ ვგრძნობდით, რომ ყოველდღიური ბანკინგი შეიძლება ყოფილიყო უკეთესი. რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ თუ ტრადიციული ბანკური მიდგომების ჩარჩოებიდან და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოვიდოდით, შეგვეძლო ძალიან მოკლე ვადებში შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ნეო ბანკი, რომელიც უკეთესად უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებსა და მიზნებს”, - ამბობს სფეისის პროექტის მენეჯერი, ლაშა გურგენიძე.
სფეისი 2018 წლის მაისში გაეშვა და ამ დროისთვის აპლიკაცია 100,000-ზე მეტჯერ არის გადმოწერილი.
სფეისის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს - https://space.ge/ ან ფეისბუქის გვერდს - https://www.facebook.com/spaceneobank/ .
საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:
Efma.com
Finextra.com
Globalbankingfinance.com
კომენტარები