მსოფლიო
m2-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო გაიხსნა
2018-07-13 16:11:43
13 ივლისი, 2018 წელი - საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო და ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნა. მათი შექმნა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსა. სამკითხველოში წარმოდგენილი იქნება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების უიშვიათესი, ავტორის სიცოცხლეშივე გამოცემული წიგნები და მისი ხელნაწერები, რაც დარბაზს მუზეუმის ფუნქციასაც მიანიჭებს.
მემორანდუმი ვაჟა-ფშაველას სამკითხველოს შექმნასთან დაკავშირებით კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გასული წლის 7 პრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სარეგისტრაციო სივრცეც, სადაც ბიბლიოთეკის ვიზიტორები საშვების მიღებას კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში შეძლებენ.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ახალი სივრცე, ვაჟა-ფშაველას სამკითხველო შეემატა, სადაც ბიბლიოთეკის ვიზიტორები მყუდრო და კომფორტულ გარემოში შეძლებენ კითხვას და წვდომა ექნებათ გენიალური ავტორის უიშვიათეს გამოცემებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „m2-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკას ახალი სარეგისტრაციო სივრცე ექნება“ - განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.
„ვაჟა-ფშაველას დარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში აუცილებელი ამბავი მგონია. ამ აზროვნებისა და გაქანების ადამიანი ჩვენ ორი-სამი თუ გვყავდა და მისი სახელის ქვეყნის უპირველეს წიგნსაცავში შესაბამისი წარმოჩენა ძალიან მახარებს. მით უფრო მნიშვნელოვანი და სიმბოლურია ამ დარბაზის დამოუკიდებლობის დარბაზ-მუზეუმის სივრცეში გაჩენა - ვაჟა თავისუფლების უმთავრესი ქომაგია. სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერს განახლებული რეგისტრატურაც ემატება და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის ხელშეწყობით ხდება“ - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
კომენტარები