მსოფლიო
თიბისი ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა საქართველოში
2018-07-13 12:29:18
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EuroMoney თიბისი ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ჯილდო თიბისი ბანკმა ბაზარზე წამყვანი პოზიციისთვის, უმაღლესი სტანდარტებისა და გამორჩეული ფინანსური შედეგებისთვის მიიღო. „ჩვენთვის საამაყოა Euromoney-ს პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ბანკის ძლიერ ფინანსურ შედეგებს და კონკურენტულ უპირატესობას კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევისა და საუკეთესო ციფრული შესაძლებლობების შეთავაზების კუთხით“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად Euromoney-ს მიერ 2011 წლიდან უკვე მეშვიდედ დასახელდა.
Euromoney-ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში. დაჯილდოება მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას, ასევე საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.
კომენტარები