ბიზნესი
თიბისის თი ბოტი მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს
2018-07-11 10:37:22
თიბისი ბანკის ჩათ ბოტი, თი ბოტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება, მომხმარებელს ახალ აქციაში ჩართვას სთავაზობს.
აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც Ti Transfer-ით ნებისმიერი ოდენობის თანხას გადარიცხავენ, Taxify-ის ან Luca Polare-ს ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან. აქცია 10 ივლისს დაიწყო და 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველკვირეულად გამოვლინდება 500 გამარჯვებული.
Ti Transfer -ით გადარიცხვის შესასრულებლად საჭიროა:
· შეხვიდეთ მესენეჯრის აპლიკაციაში იმ მეგობართან სასაუბროში, რომელთანაც გსურთ თანხის გადარიცხვა;
· დააჭიროთ „+“ ღილაკს და აირჩიოთ თი ბოტი (extension-ების მენიუდან);
· მიუთოთოთ სასურველი ანგარიში და გადასარიცხი თანხა;
· დაადასტუროთ გადარიცხვა;
· მეგობარი თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მესენეჯრის სასაუბროშივე მიიღებს.
· „მიიღე თანხის“ ღილაკის დაჭერის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მითითებულ ანგარიშზე;
თი ბოტი თიბისი ბანკის ჩათ ბოტია, რომლის საშუალებით მესენჯერიდან გაუსვლევად შესაძლებელია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულება: თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება, TKT.ge-დან ბილეთების შეძენა,დაგეგმილი ღონისძიებების, ახლომდებარე ბანკომატებისა და ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციის მიღება.
კომენტარები