მსოფლიო
პაშა ბანკი ტრადიციულად აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა
2018-07-10 12:39:09
პაშა ბანკი წელს უკვე მეოთხედ შეუერთდა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
ტრადიციულ პიკნიკს, რომელიც 7 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე ჩატარდა, დაესწრო 1500-ზე მეტი მოწვეული სტუმარი ბიზნეს და სამთავრობო სექტორებიდან.
AmCham 1998 წელს დაფუძნდა და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ის 200-ზე მეტ ქართულ და ამერიკულ კომპანიას აერთიანებს და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა.
პაშა ბანკი AmCham-ის აქტიური წევრია. აღნიშნულ ასოციაციასთან ერთად პაშა ბანკი გაერთიანებულია ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: EU-Georgia Business Council (EUGBC), International Chamber of Commerce (ICC), Georgian Chamber of Commerce and Industry (GCCI) და EBA (European Business Association).
„პაშა ბანკი საქართველოში მოქმედი რამდენიმე ბიზნეს ასოციაციის საკმაოდ აქტიური წევრია. გამომდინარე სპეციფიკიდან, როგორც კორპორატიული და საინვესტიციო ბანკისთვის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარება და AmCham-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ამისთვის ძალიან კარგ პლატფორმას წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება მათთან ერთად აღგვენიშნა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე.“ - განაცხადა ანანო ქორქია, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
კომენტარები