2 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამშენებლო მასალები რესპირატორული დაავადებების წყაროა

საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ღიად გამოტანილი სამშენებლო მასალები ჰაერის დაბინძურების მიზეზია

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ და წერეთლის გამზირზე ჰაერის დაბინძურების ყველაზე კრიტიკული მაჩვენებელი ფიქსირდება. მიზეზი, ავტომობილების გამონაბოლქვის მაღალი კონცენტრაციის გარდა, ადგილზე მოქმედი ბაზრობაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ღიად იყიდება სამშენებლო მასალები, მოქმედებს საამქროები, მუშავდება სხვადასხვა მასალა, რაც ჰაერში მძიმე მეტალების გაფრქვევას იწვევს. ვაჭრობა დაუცველ, ღია ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რაც, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის როგორც ადგილზე მომუშავე პერსონალს, ისე მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლებს.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. კალაძის თქმით, დარღვეულია უსაფრთხოების ყველა ნორმა, ამიტომ, ბაზრობა ქალაქგარეთ უნდა გადავიდეს, ან მეპატრონეებმა ახალი, დაცული და მულტიფუნქციური ცენტრი უნდა ააშენონ. უცნობია თავად მეპატრონეების პოზიცია კალაძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„შეუძლებელია, ერთი ხელის მოსმით მოაგვარო პრობლემა. ეს ბაზრობა ან ქალაქიდან ქალაქგარეთ უნდა გადავიდეს, ან მეპატრონემ უნდა ააშენოს თანამედროვე, მულტიფუნქციური ცენტრი. ყოველგვარი უსაფრთხოება არის დარღვეული, სახანძრო და ზოგადად ყველა მიმართულებით. ჩვენ მომდევნო კვირას შევხვდებით ამ ბაზრობის მეპატრონეებს და განვიხილავთ ამ საკითხს,“ - აცხადებს კახა კალაძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები