2 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაუმართავი ძრავი და მოძველებული ავტოპარკი ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროა

პარლამენტის სამუშაო ჯგუფში შესული ყველაზე მეტი კვლევა ავტომობილის გამონაბოლქვისგან გამოწვეულ ზიანს ეხება

პარლამენტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტებისგან კვლევების მიღებას განაგრძობს. სამუშაო ჯგუფის წევრი, დეპუტატი დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ მესამე სექტორი აქტიურობს და სამუშაო ჯგუფში შესულმა დოკუმენტების რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. სონღულაშვილის თქმით, ყველაზე მეტი კვლევა მოძველებულ ავტოპარკსა და ავტომობილების გამონაბოლქვს ეხება.

„ყველაზე მწვავე პრობლემად ექსპერტები მოძველებულ ავტოპარკს ასახელებენ. კვლევებში ნათქვამია, რომ ჰაერის დაბინძურებაში ყველაზე დიდ როლს ავტომობილების გამონაბოლქვი თამაშობს. ასევე, საუბარია მშენებლობის ნორმების დარღვევაზეც. ჯერ ცოტა ნაადრევია კონკრეტული მიმართულებების გამოყოფა, თუმცა, ავტომობილების საკითხი უკვე აშკარაა,“ - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

მისივე თქმით, კვლევებით არ არის გამოკვეთილი, რომელი სახის საწვავი იწვევს ჰაერის დაბინძურებას, რადგან პირველ რიგში, გაუმართავი ძრავებისა და მოძველებული ავტოპარკის პრობლემა უნდა მოგვარდეს.

„რამდენიმე კვლევაში ნახსენებია საწვავის საკითხიც, თუმცა, რეალურად, რომელი საწვავი იწვევს ჰაერის დაბინძურებას, ამის ცალსახად თქმა, ჯერჯერობით შეუძლებელია. თუ ავტომობილი გაუმართავი ან მოძველებულია, საწვავის ხარისხს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ასეთი ავტომობილის გამონაბოლქვი უკვე აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს,“ - განმარტავს დავით სონღულაშვილი.

ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრი აცხადებს, რომ პროცესში ჩართულია მოწვეული ექსპერტი, რომელიც განიხილავს შემოსულ დოკუმენტებს, გაესაუბრება მათ ავტორებს და მათთან ერთად იმსჯელებს მოგვარების გზებზე. სონღულაშვილის მტკიცებით, პარლამენტი საერთო სურათის ამსახველ დოკუმენტს მალე გაასაჯაროვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....