ბიზნესი
PSP ბრიტანული ინოვაციური მშრალი შამპუნების რეალიზაციას იწყებს
2018-06-25 13:11:41
PSP, როგორც ლიდერი კომპანია, რომელიც მუდმივი სიახლეებით ანებივრებს მომხმარებელს, კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს ქართულ სამომხმარებლო ბაზარს. ამჯერად PSP თანამედროვე ცხოვრების რიტმის კვალდაკვალ შექმნილ სიახლეს - მშრალ შამპუნებს წარმოადგენს. შამპუნის გამოყენებისათვის არაა საჭირო წყალი და სხვა სააბაზანო საშუალებები. მშრალი შამპუნის გამოყენა საოფისე სივრცეში, სასწავლო დაწესებულებასა თუ სპორტულ დარბაზში შეიძლება.
Soft&Gentle-ს მშრალი შამპუნი თმის გამწმენდი კომფორტული საშუალებაა. მის შემადგენლობაში შემავალი სიმინდის და ბრინჯის სახამებლის მიკროკრისტალები სწრაფად იწოვს ჭარბ ცხიმს, ჭუჭყს, უსიამოვნო სუნის შეგრძნებას და თმას სისიფთავეს, სასიამოვნეო სურნელს და მოცულობას ანიჭებს.
მშრალი შამპუნი სპრეის ფორმით არის წარმოდგენილი და კომფორტულია მოხმარებისას. მისი შესხურება თმას ცხიმისგან ათავისუფლებს და წყალთან კონტაქტის გარეშე ანიჭებს ბზინვარებას და მოცულობას.
„მშრალი შამპუნი უალტერნატივოა, როდესაც უცბად გიწევს მოწესრიგება და ვერ ასწრებ სალონში სტუმრობას ან აბაზანაში შესვლას. მაშინ, როდესაც წყლის მიწოდება შეზღუდვით ხორციელდება, მშრალი შამპუნი უალტერნატივოა. ეფექტურად იყენებენ მშრალ შამპუნს მშობლებიც, რადგან სულ რამდენიმე წუთში შესაძლებელი ხდება თმას სისუფთავე და მოცულობა მივანიჭოთ. ამ პროდუქტს აქტიურად იყენებენ ჰოსპიტალურ სექტორშიც მწოლიარე ავადმყოფის ჰიგიენისთვის. ეს არ არის შამპუნის შემცვლელი, მარტივი და კომფორტული გამოსავალია თმის სწრაფად მოსაწესრიგებლად,“- აცხადებენ PSP-ში.
Soft and Gentle-ს მშრალი შამპუნები სრულიად საქართველოში PSP-ს 200-ზე მეტ აფთიაქშია წარმოდგენილი და მისი ღირებულება 12 ლარსა და 53 თეთრს შეადგენს. ერთი სპრეის გამოყენება დაახლოებით 30-ჯერ არის შესაძლებელი.
კომენტარები