2 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან 120 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ბანკმა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB ) ხელი მოაწერეს 120 მლნ ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. მოზიდული ფინანსური რესურსი მთლიანად მოხმარდება თიბისი ბანკის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას.

ადგილობრივი ვალუტის რესურსი - 120 მლნ ლარი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა ლარში დენომინირებული ობლიგაციების საჯარო განთავსების შედეგად მოიზიდა. საჯარო ობლიგაციის განთავსების მენეჯერი თიბისი კაპიტალი, თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია იყო. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციები განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე მასშტაბური საჯარო განთავსებაა საქართველოში, მათ შორის 2018 წლის განმავლობაში.

BSTDB-მა 2015 წლის შემდეგ მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად თიბისი ბანკისთვის ფინანსური რესურსი ადგილობრივ ვალუტაში უვკე მეორედ გასცა, რომლის ჯამურმა მოცულობამ 70 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში.

„აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ინსტიტუციას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. 2003 წელს დაწყებული პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი ჯგუფზე ჯამურად 162 მლნ აშშ დოლარი გაიცა. დაფინანსების ადგილობრივ ვალუტაში მიღება ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ფინანსური სექტორისათვის, რადგან ეს რესურსი კლიენტებისთვის სესხების ადგილობრივ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობას გვაძლევს და კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისის პოზიციებს მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების მიმართულებით. ამასთანავე, ობლიგაციების გამოშვება ხელს შეუწყობს კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებას“, - აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენს გრძელვადიან პარტნიორთან, თიბისი ბანკთან. აღნიშნული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის“, - განაცხადა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, იჰსან უგურ დელიკანლმა.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბულგარეთის, თურქეთის, მოლდავეთის, რუმინეთის, რუსეთის, საბერძნეთის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის თანამშრომლობით დაარსდა. BSTDB-ს მიზანია მის წევრ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა სესხების, საკრედიტო ხაზების, ინვესტიციებისა და გარანტიების გაცემის საშუალებით. ბანკის საწესდებო კაპიტალია 3.45 მილიარდი ევრო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....