მსოფლიო
10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის
2018-06-22 11:46:38
წარმოგიდგენთ 10 მიზეზს თუ რატომ არის ლუდი ზომიერად მოხმარების შემთხვევაში სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს სტატია არ არის სმისკენ მოწოდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ მიირთმევთ ალკოჰოლს.
მიზეზი 1: ლუდის მომხმარებლები გაცილებით დიდ ხანს ცოცხლობენ
ალკოჰოლის ზომიერი მიღება სასარგებლოა და ამ თვალსაზრისით, ლუდი საუკეთესო სასმელია. ყველასათვის ცნობილია, რომ ზედმეტი სმა ვნებს ორგანიზმს. მოდით რეალურად შევაფასოთ მდგომარეობა: თუ გადამეტებულად მიიღებთ ალკოჰოლს, და მით უფრო, ასეთ მდგომარეობაში მანქანის მართვასას არ ანებებთ თავს, შესაძლოა, ავარიაში მოხვდეთ, ან გადამეტებული სმით, შეიძლება სხვა მძიმე ავადმყოფობა. მაგრამ სულ უფრო მეტი სამედიცინო კვლევა მიუთითებს, რომ თუ თქვენ საერთოდ არ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელს არც ეს იქნება კარგი თქვენთვის. მრავალრიცხოვანი დამოუკიდებელი კვლევის თანახმად, სასმელის ზომიერი მომხმარებლები შედარებით, უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ და კარგად გრძნობენ თავს ვიდრე ლოთები და ის პირები, რომლებიც საერთოდ არ ეტანებიან ალკოჰოლურ სასმელებს. ლუდი შესანიშნავია ზომიერი სმისთვის მასში ალკოჰოლის დაბალი შემცველობის და დიდი მოცულობის გამო ღვინოსთან ან სპირტიან სასმელებთან შედარებით. და როგორც ძველმა რადიკალმა თომას ჯეფერსონმა აღნიშნა, „ლუდი ზომიერი მოხმარების შემთხვევაში, არბილებს ხასიათს, ახალისებს სულს და აძლიერებს ჯანმრთელობას.“ საინტერესოა, რომ მას არ დასჭირვებია სამეცნიერო კვლევა ამ დასკვნის გასაკეთებლად.
მიზეზი 2: ლუდი სრულიად ნატურალურია
ზოგიერთი ყოვლისმცოდნე გეტყვით, რომ ლუდი გაჯერებულია დანამატებით და კონსერვანტებით. სიმართლე ის არის, რომ ლუდი ისეთივე ნატურალურია, როგორც ფორთოხლის წვენი ან რძე (შესაძლოა უფრო მეტადაც კი - ზოგიერთი რძის და ფორთოხლის წვენის ეტიკეტმა შეიძლება გაგაკვირვოთ). ლუდს არ სჭირდება კონსერვანტები, რადგან ის შეიცავს ალკოჰოლს და სვიას, რომლებიც ბუნებრივ კონსერვანტებს წარმოადგენენ. ლუდის „დამუშავება“ ხდება მხოლოდ ისევე როგორც პურისა: ხდება მისი მომზადება და ფერმენტაცია, შემდეგ გაფილტვრა და შეფუთვა.
მიზეზი 3: ლუდი დაბალკალორიულია, ის შეიცავს მცირე ოდენობით ნახშირწყლებს და მასში არ შედის არც ცხიმი და არც ქოლესტერინი.
სრულიად ბუნებრივი სასმელისთვის ლუდი გთავაზობთ სერიოზულ დაბალკალორიულ არჩევანს. „გინესის“ თორმეტი უნცია კალორიების იგივე რაოდენობას შეიცავს, რასაც მოხდილი რძის 12 უნცია: დაახლოებით 125-ს. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ფორთოხლის წვენში არსებული კალორიების რაოდენობა (150), რაც დაახლოებით იგივეა, რაც თქვენი სტანდარტული, „სრულად კალორიული“ ლუდი. ლუდი რომ იყოს თქვენი საკვების ერთადერთი წყარო, თქვენ მოგიწევდათ მუდმივად ერთი ერთეულის დალევა კალორიების რეკომენდებული რაოდენობის მისაღებად (2,000 - 2,500). და არავინ გაძლევთ ასეთი მოცულობით ლუდის სმის რეკომენდაციას. ერთადერთი ბუნებრივი დაბალკალორიული სასმელი არის უშაქრო ჩაი, შავი ყავა და წყალი. რა თქმა უნდა ლუდი დატვირთულია სიმსუქნის ხელშემწყობი ნახშირწყლებით არა? კვლავ ცდებით. საშუალო სიმაგრის ლუდი შეიცავს დაახლოებით ნახშირწყლების 12 გრამს თითოეულ 12 უნციაზე. აშშ-ში რეკომენდებული ყოველდღიური მოცულობა არის ნახშირწყლების 300 გრამი სტანდარტულ, 2,000 კალორიის შემცველ რაციონში. სხვა სიტყვებით, თქვენ უნდა დალიოთ პაკეტში შემავალი 24 ქილა და შემდეგ გადახვიდეთ მეორე ასეთივე პაკეტზე უბრალოდ რომ შეასრულოთ ნახშირწყლების მთავრობის მიერ რეკომენდებული დღიური ულუფა. თუ ნახშირწყლების დიდი მოცულობის მიღებას ცდილობთ უმჯობესია მიირთვათ ვაშლი ან დალიოთ გაზირებული წყალი, რომლის თითოეული შეფუთვა შეიცავს ნახშირწყლების 35 – 40 გრამს რაც სამჯერ აღემატება ლუდში არსებული ნახშირწყლების მოცულობას. ასევე, ლუდი არ შეიცავს არც ცხიმს და არც ქოლესტერინს.
მიზეზი 4: ლუდი აუმჯობესებს თქვენი ქოლესტერინის დონეს
ლუდი არა მარტო არ შეიცავს ქოლესტერინს, მას რეალურად შეუძლია ქოლესტერინის შემცველობის გაუმჯობესება თქვენს ორგანიზმში. ფაქტიურად ლუდის რეგულარული და ზომიერი მოხმარება უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმში HDL/LDL ქოლესტერინის შემცველობის სათანადო მიმართულებით გადახრას. თქვენი სისხლი შეიცავს ქოლესტერინის ორ ტიპს: HDL-ს „კარგ ქოლესტერინს“, რომელიც ამაგრებს თქვენს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და LDL-ს, „ცუდ“ ქოლესტერინს, რომელიც ილექება სისხლძარღვებში და აფერხებს მათ გამტარუნარიანობას. ლუდი ერთგვარად რეცხავს სისხლის მიმოქცევის სისტემას და ხელს უწყობს HDL ქოლესტერინის სათანადო დონეზე შენარჩუნებას. ზოგიერთი კვლევის თანახმად, დღეში ერთი კათხა ლუდის მიღებას შეუძლია HDL ქოლესტერინის დონის ამაღლება 4 პროცენტით.
მიზეზი 4: ლუდი გაგრილებაში გეხმარებათ
ზომიერი სმის სოციალური ასპექტები მეტად სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. სხვა სიტყვებით, პერიოდულად მეგობრებთან ერთად ერთი-ორი კათხა ლუდის მიღება განტვირთვის კარგი საშუალებაა.
მიზეზი 6: ლუდი დიდი ოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს
ლუდი, განსაკუთრებით გაუფილტრავი ან მსუბუქად გაფილტრული ლუდი, საკმაოდ ნოყიერია მიუხედავად სხვადასხვა ანტიალკოჰოლური ჯგუფების მიერ წლების განმავლობაში აღნიშნული ფაქტების დაფარვისა. ლუდი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით ფოლიუმის მჟავას, რომელიც, როგორც მიიჩნევა, ხელს უწყობს ინფარქტის პრევენციას. ლუდი ასევე შეიცავს ხსნად ბოჭკოს, რაც სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სათანადო ფუნქციონირებისთვის და ამცირებს არაჯანსაღი მავნე ცხიმების დაგროვების შთანთქმას ორგანიზმის მიერ. ლუდი ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში მაგნიუმის და კალიუმის მნიშვნელოვანი დონის შენარჩუნებას.
მიზეზი 7: ლუდი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე წყალი
თუ იმყოფებით ისეთ ადგილზე, სადაც გირჩიეს, რომ არ დალიოთ წყალი, ადგილობრივი ლუდი ყოველთვის უსაფრთხო გამოსავალია. ის გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ადგილობრივად ჩამოსხმული წყალი. ლუდი გადის ხარშვის პროცესს და შემდეგ ინახება სუფთად თავდახურულ და დაბეჭდილ ბოთლში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაფუჭდება, რაც შეუძლებელს გახდის მის გაყიდვას. გაფუჭების შემთხვევაშიც ბაქტერიები რომლებიც მრავლდებიან ლუდში არ წარმოადგენენ საფრთხეს სიცოცხლისთვის (პათოგენებს). ასე რომ მიირთვით, გაფუჭებული ლუდიც კი წყალზე უსაფრთხოა.
მიზეზი 8. ლუდი ახდენს გულის შეტევის პრევენციას
ვიტამინების გარდა ლუდი სხვა სარგებელსაც შეიცავს. ალბათ გსმენიათ ფრანგული პარადოქსის შესახებ, თუ როგორ მიირთმევენ ფრანგები გემრიელ, ცხიმების დიდი რაოდენობის შემცველ საკვებს, სვამენ შესანიშნავ მაღალ- ალკოჰოლურ ღვინოს და ეწევიან მძაფრ თხის ბეწვისგან დამზადებულ სიგარეტს, მაგრამ გულის შეტევის მაჩვენებლები დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით მხოლოდ მესამედია. ეს სწორედ წითელი ღვინის დამსახურებაა, რომელშიც დიდი ოდენობითაა წარმოდგენილი ანტიოქსიდანტები. აბა გამოიცანით, კიდევ რომელი სასმელი შეიცავს იმავე მოცულობით ანტიოქსიდანტებს, როგორც წითელი ღვინო? მუქი ფერის ლუდი!! ამერიკის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ასოციაციის თანახმად, „არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომ ღვინო გაცილებით უფრო სასარგებლოა ვიდრე ალკოჰოლური სასმელების სხვა სახეობები.“ ბრიტანულ სამეცნიერო ჟრნალში 1999 წელს გამოქვეყნებული კვლევა მიუთითებდა, რომ ყოველდღიურად ალკოჰოლური სასმელის ზომიერ მოხმარებას შეუძლია გულის კორონარული დაავადების რისკის 24.7 პროცენტით შემცირება.
მიზეზი 9: ლუდი ებრძვის კიბოს
ლუდისა და ჯანმრთელობის გასაოცარი კავშირი განპირობებულია ნივთიერებით, რომელსაც ქსანთუჰუმოლი ეწოდება, ის ფლავონოიდია, რომელსაც სვია შეიცავს. ეს ნივთიერება მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც განაპირობებს კიბოს გამომწვევი ფერმენტების ინჰიბირებას, „გაცილებით მძლავრია ვიდრე სოიოს ძირითადი კომპონენტი,“ - აღნიშნა ორეგონის შტატის უნივერსიტეტის ეკოლოგიური და მოლეკულური ტოქსიკოლოგიის კათედრის დოქტორმა კრისტობალ მირანდამ. ქსანტუჰუმოლი იმდენად სასარგებლოა, რომ გერმანელები ლუდს ამ ნივთიერების ზედმეტი ოდენობის დამატებით ხარშავენ.
მიზეზი 10: ლუდი არ განაპირობებს ე.წ. „ლუდის მუცლის“ ფორმირებას
ლონდონის უნივერსიტეტის და პრაღის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის მკვლევარებმა 2003 წელს დაადგინეს, რომ არ არსებობდა კავშირი მოხმარებული ლუდის მოცულობასა და სიმსუქნეს შორის. მკვლევართა თანახმად, „არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ლუდის მოყვარულები ზოგადად შედარებით უფრო მსუქნები არიან ვიდრე არამსმელები ან ღვინის ან სპირტიანი სასმელების მოყვარულები. როგორც აღმოჩნდა, „კავშირი ლუდსა და სიმსუქნეს შორის, თუ ასეთი არსებობს, ძალზე სუსტია.“ კვლევების უმრავლესობა მიუთითებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ლუდს რეგულარულად (და ზომიერად) სვამენ არა მარტო არ აქვთ ე.წ. „ლუდის მუცელი“, არამედ გაცილებით ნაკლებს იწონიან ვიდრე არამსმელები. ლუდს შეუძლია თქვენი მეტაბოლიზმის გაძლიერება, ის ხელს უშლის ორგანიზმის მიერ ცხიმის შთანთქმას და ხელს უწყობს გაჯანსაღებას. მხოლოდ გახსოვდეთ, დალიეთ ზომიერად და ჯანსაღ საკვებთან ერთად.
სულ ეს იყო. მიირთვით ლუდი. იცხოვრებთ დიდ ხანს და ბედნიერად. არ გასუქდებით. რეალურად შეიძლება გახდეთ კიდეც. გაძლიერდება ნივთიერებათა ცვლა და შემცირდება სისხლძარღვების დაბინძურების, გულის შეტევის და კიბოს განვითარების რისკი. სხვა კიდევ რა შეიძლება ისურვოს ადამიანმა?
კომენტარები