2 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშებისთვის ინკლუზიური ჩართულობის მიზნით ღონისძიებას გამართავს

15 ივნისი, 2018 –  საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ ორგანიზებით, 16 ივნისს, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად, ინკლუზიური ხასიათის საბავშვო ღონისძიება მოეწყობა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

სპეციალურად ღონისძიების დღისთვის, ბავშვებისთვის შემუშავდა სპეციალური  საკონცერტო და გასართობი პროგრამა, თითების თეატრის წარმოდგენა. ბავშვები შეხვდებიან მათთვის საყვარელ მულტფილმების და ზღაპრების გმირებს, ილუზიონისტს. სათამაშო კუთხეში წარმოდგენილი იქნება გრანდიოზული საპნის ბუშტები, საინტერესო თამაშები და აქტივობები. 

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ წლებია ზრუნავს შშმ ბავშვებზე და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინკლუზიური საზოგადოების შექმნაში. წელსაც ბანკმა გადაწყვიტა, ბავშვებს კიდევ ერთი მხიარული, ფერადი და ხალისიანი დღე აჩუქოს.


ღონისძიებას ასევე დაესწრებიან  ბანკის მიერ დაფინანსებული სოციალური პროექტების, დღის ცენტრების, სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარები და  საქართველოს ბანკის თანამშრომლების შვილები. 

საქართველოს ბანკის ფონდი წლებია ზრუნავს შშმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიის ხელშეწყობაზე, 2014 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით მთელს საქართველოში 50- ზე მეტი პროექტი განხორციელდა, მათ შორის: შშმ ბავშვებისთვის ეტლების გადაცემა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სენსორული ოთახების მოწყობა, ადაპტირებული სახელმძღვანელოების გამოცემა, აუტისტური კლასის მოდელის შექმნა, სასწავლო დაწესებულებების ადაპტირება, ადაპტირებული სათამაშო მოედნის მოწყობა, პარაორკესტრის შექმნა.

 

დამატებითი ინფორმაცია სიცოცხლის ხის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.tree.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები