1 9 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ოთხ წლამდე ბავშვი ოჯახის ახლობელმა ცემით მოკლა - ბათუმში მომხდარი შემზარავი შემთხვევის დეტალები

ბათუმში ოთხ წლამდე ასაკის ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე დასახლებაში ოთხი წლის ბავშვი ოჯახის ახლობელმა ცემით მოკლა. არსებული ინფორმაციით, როგორც მოკლული ბავშვი, ისე ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და 13-და 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები