0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"ივანიშვილი იძულებული გახდა შარდისთვის გაეყოლებინა ეს პრემიერი" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრის გადადგომას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლება ჩამოიშალა.

„ხელისუფლება არის თავმოწყვეტილი ქათამივით ახლა. ივანიშვილის ხელისუფლება ახლა არის ჩამოშლის პირას. ივანიშვილი როგორც პითონი იცვლის კანს, მაგრამ კანი მას ძალიან თხელი აქვს უკვე. ძალიან ადვილია უკვე მასთან მისვლა. და ივანიშვილი არის ახლა უფრო სუსტი ვიდრე არასდროს და ჩვენ ახლა არ უნდა ვიყოთ ძალიან სუსტები,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის მთელი ძალების ერთიანობა და ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკაში.

„ახლა როდესაც ივანიშვილი იძულებული გახდა შარდისთვის გაეყოლებინა ეს პრემიერ-მინისტრი იმიტომ, რომ  პრაქტიკულად ეს ყველაფერი მოხდა ძალიან დიდი უბედურების და დიდი დამცირების ფონზე, ადამიანის დამცირება რაც ჩვენ ვიხილეთ  ვიდეოკადრებში. აი ამის ფონზე ახლა საგამოძიებო   კომისიას აქვს აზრი. ახლა უკვე საგამოძიებო კომისიამ დაიბაროს ეს ყოფილი პრემიერი, იმედია ყოფილი შს და იუსტიციის მინისტრები იმიტომ, რომ ესენი არიან დანაშაულის უშუალო მონაწილეები. ყოფილი პროკურორი და მიაღწიოს ამ ხალხის ბნელი ქმედებების  გამოძიებას და მათ კავშირს ივანიშვილთან. იმიტომ რომ ის რაც მოხდა იგივე მარნეულში ამის პირდაპირი ავანჩავანი არის ივანიშვილი,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს კენჭი იყაროს პრეზიდენტად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები