1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთაველის გამზირზე 4 პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე 4 პირის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ლ.ც., 1983 წელს დაბადებული ზ.კ., 1995 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1993 წელს დაბადებული ნ.გ.შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ამავე დროს, სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დაცული იქნეს კანონი, არ შეილახოს მოქალაქეების უფლებები და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს,"- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები