2 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბიზნესებისთვის პროცესების ავტომატიზირების მხარდასაჭერად თიბისი პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსს იწყებს

თიბისის ინიციატივით ბიზნესპროცესების ავტომატიზირების წასახალისებლად პროგრამული უზრუნველყოფების კონკურსი ტარდება. კონკურსის მიზანია საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტებისა თუ სხვა გადაწყვეტების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებით ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებენ. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება:

აპლიკაციების მიღება

პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა პროდუქტის მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი დემო ვერსია უნდა წარმოადგინონ. აპლიკაციის შევსება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ. გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობა 5 ადამიანია. ერთ გუნდს მხოლოდ ერთი პროგრამული უზრუნველყოფის წარდგენა შეუძლია, რომელიც არ არის სხვა პირის მიერ შექმნილი, არ იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ და ბაზარზე ჯერ არ ფუნქციონირებს.

ფინალისტების გამოვლენა

აპლიკაციებისა და პროდუქტების დემო ვერსიების გადარჩევის შედეგად გამოვლენილი გუნდები მეორე ეტაპზე ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე პროდუქტის სადემონსტრაციო პროტოტიპს, ტექნიკურ გადაწყვეტას, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმას წარადგენენ. ფინალურ ეტაპზე გადასული 10-მდე გუნდი თვენახევარის განმავლობაში პროტოტიპზე მუშაობას გააგრძელებს.

გამარჯვებულების გამოვლენა

ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები საჯარო პრეზენტაციაზე ტექნიკურად წარმოადგენენ პროტოტიპებს. კონკურსის  შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზეა შესძლებელი -www.businesstool.ge.

 

კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი ახალ ონლიან-პლატფორმაზე -Businesstool.ge-ზე განთავსდება, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტების მომწოდებლებსა და მაძიებლებს ერთმანეთს ახვედრებს. საქართველოში პირველად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესებს საშუალება გაუჩნდათ ერთ სივრცეში აღმოაჩინონ და შეაფასონ მათთვის საჭირო, ერთად თავმოყრილი საქართველოში შექმნილი სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფა - სოფტი, აპლიკაცია, თუ გადაწყვეტა.

 

უპრეცედენტო ეკოსისტემა სხვადასხვა ბიზნესის დეველოპერებთან და ტექნოლოგიურ პროდუქტებთან დასაკავშირებლად შეიქმნა. ამ არხით კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი ბიზნესპროცესები ბევრად უფრო მოქნილი, ავტომატიზირებული და ეფექტური გახადონ.

 

ვებ-გვერდზე წარმოდგენილი კატეგორიები პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებისთვის თვალსაჩინოს ხდის, რა სახის ტექნოლოგიური საჭიროებები გააჩნია ამა თუ იმ ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესს. დაინტერესებულ ბიზნესს კი საშუალება აქვს აღმოაჩინოს მისთვის აქამდე უცნობი პროგრამული უზრუნველყოფა,  ერთმანეთს შეადაროს რამდენიმე პროდუქტი და განსაზღვროს - რამდენად ერგება ესა თუ ის პროგრამა მისი ბიზნესის საქმიანობასა და საჭიროებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....