მსოფლიო
2018 წლის მაისითვის საქართველოს აგროსექტორი უფრო მეტად მზარდი გახდა
2018-05-31 16:04:53
2018 წლის პირველი ნახევრის მოანაცემებით საქართველოში გაიზარდა პირუტყვის რაოდენობა. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ცხვრებისა და თხების რაოდენობაში, რაც 35,9%-ით გაიზარდა. ასეთი მკვეთრი ზრდა შეიძლება აიხსნად აღმოსავლეთ აზიასთან ექსპორტის გაზრდით. რაც შეეხება სხვა მეცხოველეობის კატეგორიას, მხვილფეხა საქონელთა რაოდენობამ 9.3%-ით გაიზარდა, ხოლო ღორისა და ფრინველის რაოდენობამ 7.7%-ით და 4.1%ით.
ასევე გაიზარდა ცხოვრელური პროდუქტების წარმოება.
ფასის მაჩვენებლები
2018 წლის აპრილში, შაქრის, ჯემის, შოკოლადისა და საკონდიტრო ნაწარმის ფასები 1.4%-ით შემცირდა.ყოველწლიურად, ამ კატეგორიაში ფასები 3.7%-ით მცირდება. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი ხარჯი შემცირდა (-21.5%), ასევე ფასები შემცირდა შოკოლადზე (5.2%), თაფლი (4.3%), საღეჭი რეზინი (2.4%), ნაყინი (0.9%) და კარამელზე (0.2%).
შაქრის ფასის შემცირების ტენდენცია შაქრიწს ბაზარზე ინდოეთისა და ტაილანდის ჭარბი მომარაგების შედეგია. გარდა ამისა, ბრაზილიის ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, რაც შეიძლება დამატებით ზეწოლას ახდენდეს შაქრის ფასებზე, რადგან ბრაზილიის ექსპორტი უფრო იაფი გახდა (გასათვალიწინებელია ის ფაქტი ,რომ ბრაზილია მსოფლიოში ყველაზე დიდი შაქრის მწარმოებელია). თუ საერთაშორისო ტენდენციები მომავალშიც გაგრძელდა, ქართველმა მოსახლეობამ შესაძლოა ფასების კლება არა მხოლოდ შაქრის ფასებზე, არამედ სხვა შაქრის შემცვლელ სასმელებზე იგრძნოს.
სავაჭრო მაჩვენებლები
2018 წლის მაისში საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტმა (მათ შორის საკვები) 52 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს ექსპორტის საერთო ღირებულების დაახლოებით 30%-ს შეადგენს. 2017 წლის მაისში დაფიქსირებულ ზრდასთან შეადარებით ეს მაჩვენებლი 4%-ით მეტია. რაც შეეხება იმპორტს, 2018 წლის მაისში, საქართველოს აგრო იმპორტმა 101 მლნ აშშ დოლარი შეადგინა , რაც საქართველოს იმპორტის 16% პროცენტს შეადგენს. წელიწადში (2017 წლის მაისთან შედარებით), სასოფლო სამეურნეო იმპორტი 22%-ით გაიზარდა.
ესეთი სისწრაფით ზრდა განპირობებულია საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობებით სხვდასხვა ქვეყნებთან, რაც ეკონომიკაზე პირდაპირ აისახება. იმპორტი და ექსპორტი ყოველ წელს იზრდება, რაც ფასების კლებაზე აუცილებლად აისახება.
კომენტარები